პრემიერ-მინისტრი აღმოსავლეთ კარიბის ქვეყნების ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი აღმოსავლეთ კარიბის ქვეყნების ორგანიზაციის (OECS) წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან.
შეხვედრისას მ საგარეო საქმეთა მინისტრებს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და მათი ქვეყნების მხრიდან ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში საქართველოს რეზოლუციის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
ყურადღება დაეთმო კარიბის ზღვის რეგიონთან და ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებთან სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების გაღრმავებას.
განიხილეს ეკონომიკური და სავაჭრო მიმართულებით თანამშრომლობის ხელშეწყობის შესაძლებლობები, აღინიშნა ტურიზმისა და განათლების სფეროში პარტნიორობის განვითარების კუთხით არსებული პოტენციალი.
პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა ქართული მხარის მზადყოფნა, რათა ქვეყანამ OECS-ის წევრ სახელმწიფოებს სხვადასხვა სფეროში წარმატებული გამოცდილება გაუზიაროს.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენთვის მნიშვნელოვანია სტრასბურგის სასამართლოს რეკომენდაცია – ყველა მიმართულებით გამოძიებას საჭიროებს 20 ივნისის საქმე, მათ შორის, განსაკუთრებული ინტერესის საგანია ის, თუ ვინ გადაწყვიტა რეზინის ტყვიების სროლა და ვინ მიიყვანა მდგომარეობა აქამდე

ქართველ ხალხს, რომელსაც ჰყავს 100 000 მოწამე, ვიზალიბერალიზაციის შეჩერებით ვერ გატეხავენ – თუ ეს მოხდა, შანტაჟის ბოლო ტყვიასაც ფუჭად გაისვრიან და დააჩქარებენ თავსმოხვეული ევროისტერიის საბოლოო დასასრულს