პრემიერი დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე – ამის ალბათობა საკმაოდ მაღალია, თუმცა ამაში ვერაფერ განსაკუთრებულს ვერ ვხედავ, ჩვენთვის მთავარია, რომ ქვეყანაში მშვიდობას და ჩვენი ხალხის ინტერესებს არ შეექმნას საფრთხე

პრემიერი დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე – ამის ალბათობა საკმაოდ მაღალია, თუმცა ამაში ვერაფერ განსაკუთრებულს ვერ ვხედავ, ჩვენთვის მთავარია, რომ ქვეყანაში მშვიდობას და ჩვენი ხალხის ინტერესებს არ შეექმნას საფრთხე
ჩვენთვის მთავარია, რომ ქვეყანაში მშვიდობას და საზოგადოების, ჩვენი ხალხის ინტერესებს არ შეექმნას საფრთხე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი , არაბთან გაერთიანებულ საამიროებში, ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების ალბათობა საკმაოდ მაღალია, თუმცა ამაში განსაკუთრებული არაფერია.
„რეალურად, ამის ალბათობა საკმაოდ მაღალია, მე ასე შევაფასებდი, თუმცა ამაში ვერაფერ განსაკუთრებულს ვერ ვხედავ. მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკური, სიმბოლური საკითხია ეს ყველაფერი. ჩვენთვის მთავარია, რომ ქვეყანაში მშვიდობას არ შეექმნას საფრთხე და საზოგადოების, ჩვენი ხალხის ინტერესებს არ შეექმნას საფრთხე. რაც შეეხება იმას, ვიღაც ვიზას მოითხოვს საჯარო სამსახურში, თუ არ მოითხოვს, ეს არის აბსოლუტურად ტექნიკური საკითხი.
შეგვიძლია ვიზითაც გავემგზავროთ ევროკავშირში და შეგვიძლია გავემგზავროთ უვიზოდაც, ამას არავითარი არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. არსებითი მნიშვნელობა აქვს მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ ჩვენ ქვეყანას უნდა შევუნარჩუნოთ კვლავაც მშვიდობა და უნდა დავიცვათ ჩვენი ხალხის ძირეული ინტერესები“, – განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

მისასალმებელია, რომ დღევანდელ ხელისუფლებას აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი ფუნქცია არამხოლოდ სახელმწიფო პრიორიტეტად მიაჩნია – ამ მიზნისთვის იგი უამრავ ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს

ადამიანებზე ზრუნვა არ იყო წინა ხელისუფლების პრიორიტეტი, ჩვენი ხელისუფლების პირობებში 4-ჯერ და მეტად არის გაზრდილი დანახარჯები ჯანდაცვის სფეროში, მოსახლეობის ჯიბიდან გადახდები 2012 წლის შემდეგ 73%-დან 41%-მდე შემცირდა, გრძელდება ყველა წარმატებული ჯანდაცვის პროგრამის განხორციელება