პრეზიდენტი: მე მედიასთან შეწყალებაზე არასოდეს ვსაუბრობ, ვისაც შევიწყალებ ნახავთ როცა შევიწყალებ

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გორში სტუდენტებთან შეხვედრამდე მედიასთან კომენტარი გააკეთა, სადაც მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისისა და საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით კითხვაზე პასუხად თქვა, რომ შეწყალებაზე მედიასთან წინასწარ არასდროს ისაუბრებს და თუკი ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, ამას მხოლოდ მისი გამოცხადებისას გაიგებენ.
„მე აქ არ ვარ მოსული იმისთვის რომ სტალინზე ან სააკაშვილზე ვილაპარაკო. 7 ნოემბერს მე ვმონაწილეობდი და ეს იყო ქართველი ხალხის ბრძოლა. ამაზე სხვა მე არაფერი სათქმელი მაქვს.
მე აქ შეწყალებაზე არასოდეს ვსაუბრობ და კითხვებზე არ ვპასუხობ. ვისაც შევიწყალებ ნახავთ, როცა იქნება შეწყალება“, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია