პოლონეთში საქართველოს 25 წლის მოქალაქე დააკავეს – მას შემდეგ, რაც ის კლუბში ქალების შევიწროვებისთვის დაცვამ გამოაგდო, შენობას მანქანით შეეჯახა

პოლონეთში, პოლიციამ საქართველოს მოქალაქე დააკავა, რომელიც ქალაქ ლოძში, პოპულარული ღამის კლუბის შენობას მანქანით განზრახ შეეჯახა. შეჯახების შედეგად დაზიანდა კლუბის შენობა და ინფრასტრუქტურა, ზარალი 50 000 პოლონურ ზლოტს აღწევს.
პოლონური მედიის ინფორმაციით, საქართველოს 25 წლის მოქალაქე დისკოთეკაზე ქალებს ავიწროებდა, რის გამოც დაცვის სამსახურმა მას კლუბის ტერიტორია დაატოვებინა.
პოლიციის ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ქართველი მამაკაცი, შურისძიების მიზნით, მეგობრის ავტომობილით ჯერ კლუბის კარს შეეჯახა, შემდეგ კი დისკოთეკაზე ფანჯრიდან მანქანით შევარდა. შემთხვევის შედეგად, შენობის გარდა იქვე გაჩერებული ორი ავტომობილიც დაზიანდა.
გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ინციდენტის შემდეგ, საქართველოს მოქალაქემ პოლონეთი დატოვა და უკრაინის ტერიტორიაზე იმალებოდა. მათივე ცნობით, ბრალდებული რამდენიმე კვირაში ქალაქ ლოძში დაბრუნდა, სადაც ის დააკავეს და ბრალი წაუყენეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ სამხარაძე: საკმაოდ რთულია იმის პროგნოზირება, თუ ვინ მოიგებს არჩევნებს იმდენად მცირეა სხვაობა კონკურენტებს შორის- ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტუნარიანი არჩევნები უნგრეთის უახლეს ისტორიაში

ასეთ დროს, შეტევის ობიექტი აღარ არის ხელისუფლება, როგორც პოლიტიკური მოწინააღმდეგე; შეტევის სამიზნე ხდება თავად საქართველო – მისი საერთაშორისო იმიჯი და პოზიცია, მისი ურთიერთობები ვაშინგტონთან და თელ-ავივთან, მისი რეპუტაცია, როგორც საიმედო პარტნიორის