პოლონეთში ოთხდღიან სამუშაო კვირას გამოცდიან

პოლონეთში სამუშაო საათების შემცირების საპილოტე პროექტს დაიწყებენ – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.
პროგრამის მონაწილეებს შეეძლებათ გადავიდნენ ოთხდღიან სამუშაო კვირაზე, ექვსსაათიან სამუშაო დღეზე ან მიიღონ დამატებითი შვებულების დღეები – ყველაფერი ეს ხელფასის დაკარგვის გარეშე.
პროგრამა შექმნილია კერძო კომპანიებისთვის, სამთავრობო უწყებებისა და არაკომერციული ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ნებაყოფლობით გადაწყვეტენ გაწევრიანებას. მთავარი პირობაა, რომ დამსაქმებელმა შეინარჩუნოს თანამშრომლების ხელფასების დონე და არ შეამციროს პერსონალი.
ექსპერიმენტი 2027 წლამდე გაგრძელდება. ამ დროის განმავლობაში ხელისუფლება შეაფასებს, თუ როგორ მოქმედებს სამუშაო საათების შემცირება ადამიანების პროდუქტიულობაზე, ჯანმრთელობასა და ცხოვრების ხარისხზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ომის საფრთხე არსად წასულა, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხელმძღვანელთა მხრიდან იმდენად მძაფრია ომის რიტორიკა, რომ საომარ დაპირისპირებას არათუ დასასრული არ უჩანს, ყველაფერი კეთდება გახანგრძლივებისათვის – ირაკლი კობახიძე

აშშ-ის მოქმედ ადმინისტრაციას არაფერი გაუკეთებია, რათა გამოესწორებინა წინამორბედის შეცდომები, უპასუხოდ რჩება ჩვენი დაფიქსირებული სურვილი, რომ ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ -ირაკლი კობახიძე