პოლიციამ მოქალაქე გააჩერა და „ტელეგრამის“ დათვალიერება მოსთხოვა, უარის შემდეგ ვერ ვპოულობთ – ადვოკატი

საპროტესტო დემონსტრაციების ერთ-ერთი მონაწილე, ლუკა კინწურაშვილი, რომელიც პოლიციამ გააჩერა და „ტელეგრამის“ დათვალიერება მოსთხოვა, 20:00 საათის შემდეგ არ გამოდის ხაზზე და ადვოკატი მას ვერ პოულობს, – იუწყება უფლებადამცველი ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ დირექტორი თამთა მიქელაძე.
თამთა მიქელაძის ცნობით, 31 მარტს, 20:00 საათზე, ვაჟა-ფშაველას გამზირზე პოლიციამ ლუკა კინწურაშვილი გააჩერა და ტელეფონში „ტელეგრამის“ დათვალიერება მოსთხოვა.
კინწურაშვილმა უარი განაცხადა, შემდეგ დაუკავშირდა „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ადვოკატ მარიამ პატარიძეს და დახმარება სთხოვა.
ადვოკატმა პატარიძემ პოლიციას ტელეფონით მოსთხოვა განმარტება, „თუ რა სამართლებრივი საფუძვლით და რა პროცედურით სთხოვდნენ ლუკას პირადი ტელეფონის დათვალიერებას“, – წერს მიქელაძე.
მისი ცნობითვე, განუცხადა, რომ თავადაც მალევე იქნებოდა ადგილზე, რათა პოლიციას მისი მონაწილეობით ჩაეტარებინა ნებისმიერი საპოლიციო ღონისძიება.
„პასუხად პოლიციამ ლუკას ტელეფონი წაართვა და მას შემდეგ, 20:00 საათიდან, მასთან დაკავშირება ვეღარ ხერხდება“, – აცხადებს თამთა მიქელაძე.
მისი თქმითვე, -ში დარეკეს, ასევე, სცადეს სახალხო დამცველის ცხელ ხაზზე ინფორმაციის მიღება, მაგრამ ამ დრომდე მისი ადგილსამყოფელი ვერ დაადგინეს.
„ლუკას ოჯახის წევრებმა 4 საათის შემდეგაც არაფერი იციან მის შესახებ. წარმოიდგინეთ მათი და ჩვენი მდგომარეობა“, – წერს უფლებადამცველი.
თამთა მიქელაძე შსს-ს მოუწოდებს, მიაწოდონ ინფორმაცია ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ.
უფლებადამცველის ცნობით, კინწურაშვილი 2024 წლის ივლისში პოლიციამ უკანონოდ დააკავა:
„მაშინ, ქუჩაში, ზოომაღაზიაში მიმავალს, პოლიციამ გზა გადაუღობა. როცა ლუკამ უკანონო შემოწმებას პროტესტი გამოუცხადა, ძალით ჩატენეს დაბურულფანჯრებიან მანქანაში და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. იქ მას ეკითხებოდნენ, თუ რას ფიქრობდა „გადახრილებზე“ და 17 მაისზე, სთავაზობდნენ ცხვრის მოკვლას და სისხლის დალევას (ვეგანია), ეკითხებოდნენ მის დამოკიდებულებას აბორტზე და სხვა საკითხებზე“.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ბოკუჩავა 26 მაისზე – ივანიშვილის „რუს-ქოცები“, ჯალათები, რომლებიც ყოველდღიურად ხელყოფენ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და სახელმწიფოებრიობას, ვერ უნდა აღმოჩნდნენ რუსთაველის გამზირზე

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ – „ქართული ოცნების“ მიზანია ოპოზიციური სპექტრი ლიდერების გარეშე დატოვონ, რათა ადგილობრივ არჩევნებში უკონკურენტოდ დაიკავონ ადგილები მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ ორგანოებში

საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულებს სასამართლოზე მიტანილი აქვთ ფურცლები წარწერებით: „FREE JAFARA“, „არც შეწყალება“, „არც საპროცესო“