პოლიციამ ისრაელის პარლამენტთან შეკრებილი მომიტინგეები დაშალა

პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა ქნესეთთან შეკრებილი საპროტესტო აქციის მონაწილეები, რომლებიც ქნესეთის შესასვლელს ბლოკავდნენ და არჩევნების ჩატარებას ითხოვდნენ, – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სამართალდამცავებმა აქციის ერთ-ერთი მონაწილე დააკავეს.
დღეს დილით იერუსალიმში, ქნესეთის შენობის წინ, ათობით ადამიანი შეიკრიბა და მთავრობას გადადგომისა და ახალი არჩევნების დანიშვნისკენ მოუწოდა. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, ისრაელის მთავრობა უმოქმედობას იჩენს, მძევლების გათავისუფლებაზე არ ზრუნავს, საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის რეპუტაციას ლახავს და სახელმწიფოს ბიუჯეტს პირადი ინტერესების სასარგებლოდ იყენებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ფავლენიშვილი ხაზარაძის წერილზე – საბოლოოდ, ისე ხდება, აქეთ ბედავენ თქმას, რომ ფოკუსი გასასწორებელი ჩვენ გვაქვს – ფოკუსი გასასწორებელი აქვთ მათ, ვინც ბოიკოტზე უარს აცხადებს და ამბობს, რომ არჩევნები თურმე აღარ არის გაუქმებული