აშშ-მა წყნარ ოკეანეში კიდევ ერთ ნავს დაარტყა, რომელსაც, სავარაუდოდ, ნარკოტიკები გადაჰქონდა. დაღუპულია 4 ადამიანი, – ინფორმაციას BBC-ი აშშ-ის თავდაცვის მდივანზე, პიტ ჰეგსეტზე დაყრდნობით ავრცელებს.
„პრეზიდენტ ტრამპის ბრძანებით, ომის დეპარტამენტმა ნარკოტიკების გადამზიდ კიდევ ერთ ნავზე ლეტალური კინეტიკური დარტყმა განახორციელა. ნავზე ოთხი ნარკოტერორისტი იმყოფებოდა, რომლებიც საერთაშორისო წყლებში განხორციელებული დარტყმის შედეგად დაიღუპნენ. ამ დარტყმის შედეგად არცერთი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე არ დაშავებულა“, – წერს პიტ ჰეგსეტი X-ზე.
მისი თქმით, „დასავლეთ ნახევარსფერო ნარკოტერორისტებისთვის უსაფრთხო აღარ არის“.
BBC-ის ინფორმაციით, ბოლო ორი თვის განმავლობაში, აშშ-ის მიერ წყნარ ოკეანეში ნავებზე განხორციელებული დარტყმების შედეგად, სულ მცირე, 60 ადამიანი დაიღუპა.




