ავოკადოს იმპორტი 6%-იან კლებას აჩვენებს. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის პირველ კვარტალში საქართველომ 1,333.98 ათასი დოლარის ღირებულების 512.90 ტონა ავოკადო იყიდა. 2024 წლის პირველ კვარტალში კი 543.40 ტონა.
2025 წლის იანვარ-მარტში საქართველოში იმპორტირებული ავოკადოს 54%-ი საქართველოში ნიდერლანდებიდან შემოვიდა.
სტატისტიკური მაჩვენებლების თანახმად, მიმდინარე წელს საქართველომ ავოკადო სულ 4 ბაზრიდან იყიდა:
· ნიდერლანდები – 279.08 ტონა – 931.45 ათასი დოლარი;
· თურქეთი – 214.00 ტონა – 368.77 ათასი დოლარი;
· ლიბანი – 19.81 ტონა – 33.68 ათასი დოლარი;
· საფრანგეთი – 0.00 ტონა – 0.09 ათასი დოლარი.
საგულისხმოა, რომ 2024 წელს საქართველომ ავოკადოს იმპორტის კუთხით რეკორდი დაამყარა, რადგანაც ქვეყანამ მთლიანობაში 1,894.91 ტონა ავოკადო იყიდა, რაშიც ასევე სოლიდური თანხა 4,451.98 ათასი დოლარი გადაიხადა.
წყარო: businessinsider.ge
