ლიგა 1-ის მეექვსე ტურში პსჟ პირველი ტაიმის შემდეგ „ოსერს“ 1:0 ამარცხებს.
რიგი წამყვანი ფეხბურთელების ტრავმების გამო მასპინძლებმა მატჩი გადახალისებული შემადგენლობით დაიწყეს, თავიდანვე შეუტიეს, კვარაცხელიამ მიზანს ააცილა, რამუშს გატანა მეკარე ლეონმა არ დაანება, შემდეგ ხვიჩა სენაიამ წააქცია და ყვითელი ბარათი მიიღო. მერე ქართველის დარტყმული ბურთი ლეონმა მოიგერია, ზაბარნიმ კი სადებიუტო გოლით პარიზული გუნდი დააწინაურა. 35-ე წუთზე მწვრთნელმა ლუის ენრიკემ მოულოდნელად ვიტინია ჰაკიმით შეცვალა. დარჩენილ დროში აღსანიშნავი არაფერი მომხდარა და პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა.
პსჟ – ოსერი
გოლი: ზაბარნი (32)
