ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში „ნაპოლი“ პირველი ტაიმის შემდეგ საკუთარ მოედანზე „ბრაგას“ 2:0 ამარცხებს.
თავიდანვე გახსნილი თამაში წავიდა, ორმხრივი შეტევებით და მასპინძლები საატჩის ავტოგოლით დაწინაურდნენ, რომელმაც პოლიტანოს ჩაწოდებული ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. პირველი რეალური მომენტი სტუმრებმა 25-ე წუთზე შექმნეს, როდესაც შორიდან ორტას ძლიერად დარტყმული ბურთი მეკარე მერეტმა მოიგერია. შანსი „ნაპოლისაც“ მიეცა, მაგრამ პირისპირ გასულ ზილენსკის გატანა მეკარე მატეუსმა არ დაანება, შემდეგ კვარაცხელიამ პასი ნატანს გაუკეთა, ის საჯარიმოში შეიჭრა, ბურთი ოსიმენს გადააწოდა და მან მეორე გოლი გაიტანა.
გოლები: 1:0 საატჩი (9, საკ. კარში), 2:0 ოსიმენი (33)