პეტრე ცისკარიშვილი – ივანიშვილის რეჟიმმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ თბილისი გადაქცეულიყო ერთ-ერთ ყველაზე ძვირ ქალაქად ევროპაში და სერიოზული ზომები გვაქვს მისაღები – ჩვენ უნდა დავამარცხოთ ფასთა მაფია

ჩვენ უნდა დავამარცხოთ ფასთა მაფია, დავწიოთ გადასახადები, შევამციროთ რეგულაციები, მოვიზიდოთ 14 მილიარდიანი დახმარება ევროკავშირიდან, გავხსნათ ეკონომიკა, შევქმნათ კონკურენტული გარემო, ასე ჩვენ შევძლებთ და დავამარცხებთ იმ ფასთა მაფიას, რომელიც ივანიშვილის რეჟიმმა შექმნა , – განაცხადა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა
პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ მონოპოლიებისა და კარტელური გარიგებების შედეგად თბილისი ევროპის ყველაზე ძვირ ქალაქად ქცეულიყო.
„ჩემმა მეგობრებმა ისაუბრეს ევროპაში საქართველოს ინტეგრაციაზე და მის მნიშვნელობაზე. ასევე, ვისაუბრეთ 14 მილიარდიან დახმარებაზე, ინვესტიციაზე, რომელიც საქართველოში გააძლიერებს ეკონომიკას, ააშენებს ინფრასტრუქტურას, მოხმარდება განათლების სფეროს, ჯანდაცვის სფეროს. სოფომ [ჯაფარიძე] ისაუბრა პენსიაზე, პენსიების გაზრდაზე, საპენსიო სესხების განულებაზე. ამისთვის აუცილებელია ყველამ ერთად ხუთ დღეში გავაფერადოთ 5 ნომერი.
ბოლო 12 წლის განმავლობაში ივანიშვილის რეჟიმმა ე.წ.-მა „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, თავისი მონოპოლიებით, კარტელური გარიგებების, საბანკო ოლიგარქიებით, გაზრდილი ძალიან მაღალი საპროცენტო განაკვეთებით სესხებზე, რომ ქვეყანაში ყოფილიყო ინფლაცია, ფასების ზრდა, თბილისი გადაქცეულიყო ერთ-ერთ ყველაზე ძვირ ქალაქად ევროპაში და მასთან დაკავშირებით სერიოზული ზომები გვაქვს მისაღები და რეფორმები გვაქვს გასატარებელი. ამ სიდუხჭირეში და გაუსაძლის პირობებში ცხოვრების გამო საქართველოდან ბოლო 12 წლის მანძილზე მილიონამდე ჩვენი თანამოქალაქე გავიდა, მაგრამ ეს ასე არ უნდა გაგრძელდეს. ჩვენ შეგვიძლია ამის შეცვლა. მაგალითისთვის სტატისტიკა მოვიყვანოთ. მთლიანობაში საშუალოდ ფასები გაზიარდა დაახლოებით 70-75 პროცენტით, 90 პროცენტით გაიზარდა პროდუქტი ფასები, 60 პროცენტით გაიზარდა კომუნალური გადასახადები. საწვავის ფასები დიზელზე, ბენზინზე, ასევე გაიზარდა 60-62 პროცენტით. მედიკამენტების ფასები გაიზარდა 70 პროცენტით, ანუ ყველაფერზე, რასთანაც შეება გვაქვს, რასაც ოჯახები, ჩვენი თანამოქალაქეები ჩვენ თვითონ ვყიდულობთ მაღაზიაში ყველაფერი კატასტროფულად არის გაზრდილი.
სარფის საბაჟოდან 12 კილომეტში, თურქულ ქალაქებში ჩვენი თანამოქალაქეები გადადიან პროდუქტის საყიდლად, რადგან ორჯერ უფრო იაფია იქ ყველაფერი საქართველოსთან შედარებით. იმავე სიტუაციაა აზერბაიჯანში და სომხეთში. ხელფასი არის გაყინული და ფასები არის კატასტროფულად გაზრდილი, რაც მოიტანა ივანიშვილის რეჟიმმა. ამის მთავარი მიზეზი არის ის მონოპოლია, ფასთა მაფია, კარტელური გარიგებები, რაც ამ ადამიანებმა შექმნეს, რადგან თვითონ იყვნენ მილიონერები, თვითონ იშოვონ ბევრი ფული, ხოლო ხალხისთვის ეკონომიკამ არ იმუშაოს. ჩვენ უნდა დავამარცხოთ ფასთა მაფია, უნდა დავწიოთ გადასახადები, უნდა შევამციროთ რეგულაციები, უნდა მოვიზიდოთ 14 მილიარდიანი დახმარება ევროკავშირიდან, ჩვენ უნდა გავხსნათ ეკონომიკა, უნდა შევქმნათ კონკურენტული გარემო, ღია უნდა ვიყოთ, როგორც ევროპიდან, ისე -იდან მოზიდული ინვესტიციებისთვის, რათა მაღალანაზღაურებადი და ღირსეული სამუშაო ადგილები შეიქმნას საქართველოში. ასე ჩვენ შევძლებთ და დავამარცხებთ იმ ფასთა მაფიას, რომელიც ამ ადამიანებმა შექმნეს მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობისთვის.
ამ ყველაფრისთვის აუცილებელია, რომ ხუთ დღეში ყველა როგორც ერთი გავიდეთ უბნებზე, ვიაქტიუროთ, არ შევუშინდეთ „ოცნების“ მხრიდან ზეწოლას, რადგან ვიცით, რომ რეგიონებში ასეთი ზეწოლა ხშირად ხდება, ხალხს ართმევენ პირადობებს, ხალხს აშანტაჟებენ, რომ სამსახურებს დაკარგავენ, არაფერი არ მოხდება. ხუთი დღის თავზე ანუ მეექვსე დღეს ესენი აღარ იქნებიან ხელისუფლებაში, ჩვენ მოვიშორებთ ივანიშვილის რეჟიმს, ნუ შეგეშინდებათ, თქვენი ხმა თქვენია, გავაფერადოთ 5 ნომერი და დაამარცხოთ „ქართულ ოცნებად“ წოდებული ივანიშვილის რეჟიმი“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.