პესკოვი: იმედია, ერევანი არ შეცვლის საგარეო პოლიტიკის ვექტორს და მოსკოვის მოკავშირედ დარჩება

ს ფედერაცია წუხს, რომ მინსკში სომხეთის წარმომადგენლები არ იყვნენ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტზე“, – ამის შესახებ კრემლის ლიდერის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა კუხოს საბჭოს სხდომაზე სომხეთის არყოფნასთან დაკავშირებით განაცხადა.
„ჩვენ შეგვიძლია ამ კუთხით წუხილი გამოვთქვათ. კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია აგრძელებს მუშაობას“, – განაცხადა პესკოვმა.
პესკოვმა აღნიშნა, რომ სამიტის დღის წესრიგში იყო „ე.წ. სომხური ფაქტორი“ და ამ საკითხზე აზრთა გაცვლა.
„რა თქმა უნდა, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია დაინტერესებულია სომხეთის მონაწილეობით. ვიმედოვნებთ, რომ სომხეთი არ შეცვლის საგარეო პოლიტიკის ვექტორს და დარჩება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი“, – აცხადებს პესკოვი.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჭავჭანიძე – მედროშეს მეძახიან, ევროკავშირის და საქართველოს დროშა რომ უჭირავს, ის ვარ მე – მშრალი შიმშილობა მაქვს გამოცხადებული – მე სოხუმში დავიღუპე, სიცოცხლეს მხოლოდ სიყვარულისთვის ვაგრძელებ

4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებზე დაკავებული ვლადიმერ გველესიანი – ჩემს შვილებს ვეტყვი, რომ თავი აწიონ და არ დახარონ, მე აქ არ ვზივარ რამე სამარცხვინოსთვის, მე ვზივარ ჩემი სამშობლოსთვის