პატიმარი კახა მაღლაკელიძე „ნაცმოძრაობის“ რეჟიმზე: თბილისის ე.წ კრიტში გამოვაცხადე შიმშილობა, არც მატრასი მომცეს, სარდაფში გადამიყვანეს. დირექტორმა სამჯერ მცემა, რატომ შიმშილობო

პატიმარი კახა მაღლაკელიძე „ნაცმოძრაობის“ რეჟიმზე: თბილისის ე.წ კრიტში გამოვაცხადე შიმშილობა, არც მატრასი მომცეს, სარდაფში გადამიყვანეს. დირექტორმა სამჯერ მცემა, რატომ შიმშილობო
2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე პატიმარმა კახა მაღლაკელიძემ ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს ციხის უფროსმა შიმშილობის გამო სამჯერ სცემა. „თბილისის, ორთაჭალის ე.წ კრიტში გამოვაცხადე შიმშილობა ჩემ საქმესთან დაკავშირებით, არც მატრასი მომცეს, სარდაფში გადამიყვანეს საშიმშილოდ. დირექტორმა სამჯერ მცემა, რატომ შიმშილობო“, – განაცხადა კახა მაღლაკელიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მალხაზ თოფურია 2011 წლის ვეტერანების აქციის დარბევის შემდგომ მოვლენებზე: ჯონ ბასს გაუკეთებია განცხადება, ეს რა ჩაიდინეთო. „ნაცმოძრაობისთვის“ უწმინდესი ადგილიდან წამოვიდა შენიშვნა და წაიშინეს თავში ხელები, მეორე დღეს 400 ლარის გადახდა დაგვეკისრა და გამოგვიშვეს ყველანი გარეთ