“პატარა ჟასმინმა მამისგან საჩუქრად ბინა მიიღო, ბებიისგან კი 1 მილიონი გრივნა“ -უკრაინული მედია

უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია ბოლო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ექ­სპრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­სა და უკ­რა­ი­ნა­ში და­ბა­დე­ბულ მის ქა­ლიშ­ვილ­ზე აქ­ტი­უ­რად წერს. მათი ცნო­ბით, გო­გო­ნამ, რო­მე­ლიც სა­ა­კაშ­ვილს უკ­რა­ი­ნელ სა­ხალ­ხო დე­პუ­ტატ ლიზა იას­კოს­თან შე­ე­ძი­ნა, კი­ევ­ში სა­ჩუქ­რად ბინა მი­ი­ღო.

რო­გორც ირ­კვე­ვა, ვიდ­რე სა­ქარ­თვე­ლოს ექ­სპრე­ზი­დენ­ტი ცი­ხე­შია, დე­და­მის­მა გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ამ უკ­რა­ი­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა და კი­დევ მი­ლი­ო­ნი გრივ­ნა შვი­ლიშ­ვილს გა­დას­ცა.

უკ­რა­ი­ნელ­მა დე­პუ­ტატ­მა ელი­ზა­ვე­ტა იას­კომ დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში შე­ი­ტა­ნა, რომ ბინა კი­ევ­ში, მის­მა პა­ტა­რა ქა­ლიშ­ვილ­მა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის­გან მი­ი­ღო. უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი პირი კი, ვინც გო­გო­ნას ბინა გა­და­უ­ფორ­მა, გი­უ­ლი ალა­სა­ნია გახ­ლდათ.

პა­ტა­რა ჟას­მინ­მა, რო­მელ­საც დე­დამ თა­ვი­სი გვა­რი მის­ცა, 2023 წლის აპ­რილ­ში სა­ჩუქ­რად მი­ი­ღო 97,2 მ2 ფარ­თო­ბის ბინა კი­ევ­ში. ქო­ნე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა იას­კოს დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით 5 მი­ლი­ონ 613 ათა­სი გრივ­ნაა, და­ახ­ლო­ე­ბით 145 ათა­სი დო­ლა­რი.

ბე­ბი­ამ შვი­ლიშ­ვილს ნაღ­დი ფუ­ლის სა­ხით – 1 მი­ლი­ო­ნი გრივ­ნაც (25 ათა­სი დო­ლა­რი) აჩუ­ქა. რო­გორც დეკ­ლა­რა­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ეს თან­ხა გა­მო­ი­ყე­ნე­ბა უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის შე­მო­წი­რუ­ლე­ბის შე­დე­გად წარ­მოქ­მნი­ლი გა­და­სა­ხა­დე­ბის გა­დახ­დის­თვის.

მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ლიზა იას­კო და მისი ქა­ლიშ­ვი­ლი კვლა­ვაც ცხოვ­რო­ბენ კი­ე­ვის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ლეს­ნიკ­ში, სა­დაც სა­ა­კაშ­ვი­ლი და­პა­ტიმ­რე­ბამ­დე ცხოვ­რობ­და. სახ­ლის ფარ­თო­ბი არის 120 კვ.მ, მი­წის ნაკ­ვე­თის კი 1022 კვ.მ, სახ­ლი სა­ა­კაშ­ვი­ლის დე­დის სა­კუთ­რე­ბაა.

სუ­რა­თი გა­და­ღე­ბუ­ლია კი­ე­ვის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ლეს­ნიკ­ში, ბი­ნა­ში, სა­დაც სა­ა­კაშ­ვი­ლი და­პა­ტიმ­რე­ბამ­დე ცხოვ­რობ­და
შე­გახ­სე­ნებთ, რომ პო­ლი­ტი­კო­სე­ბის რო­მა­ნის შე­სა­ხებ ჯერ კი­დევ 2020 წელს გახ­და ცნო­ბი­ლი, ხოლო 2023 წლის ზა­ფხულ­ში იას­კომ გა­მო­ა­ცხა­და, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლის­გან შვი­ლი შე­ე­ძი­ნა. გო­გო­ნას ფოტო დე­დას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში არ გა­უვრცე­ლე­ბია. ამ­ბო­ბენ, რომ გო­გო­ნა ჯერ სა­ა­კაშ­ვი­ლის ახ­ლობ­ლებ­საც არ უნა­ხავთ.

“ჩვენ არ გვი­ნა­ხავს მი­შას და ლიზა იას­კოს ქა­ლიშ­ვი­ლი, ჟას­მი­ნი, არც მე და არც დე­და­ჩემს. ვი­ცით, რომ გო­გო­ნა 2022 წლის გა­ზა­ფხულ­ზე და­ი­ბა­და“, – გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვი­ლის ძმამ და­ვით­მა უკ­რა­ი­ნულ მე­დი­ას­თან რამ­დე­ნი­მე თვის წინ.

ლიზა იას­კომ ბავ­შვი დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში და­ა­რე­გის­ტრი­რა. გო­გო­ნა დე­დის გვარ­ზეა და მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლია, რო­გორც ჟას­მინ იას­კო მი­ხა­ი­ლოვ­ნა.

შე­გახ­სნებთ, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი 2021 წლის 1-ლ ოქ­ტომ­ბერს თბი­ლის­ში და­ა­კა­ვეს. სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი ად­გი­ლობ­რივ არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად სამ­შობ­ლო­ში ჩა­ვი­და.

და­კა­ვე­ბის დღეს სა­ა­კაშ­ვილ­მა და იას­კომ ერ­თობ­ლი­ვი ვი­დეო გა­მო­აქ­ვეყ­ნეს, რო­მელ­შიც პი­რად ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე ლა­პა­რა­კობ­დნენ. ლიზა იას­კო და­კა­ვე­ბულ ექ­სპრე­ზი­დენტს ცი­ხე­ში ხში­რად აკი­თხავ­და, რამ­დე­ნი­მე თვე­ში კი ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ მომ­ღერ­ლის სოფო ნი­ჟა­რა­ძეს ქა­ლიშ­ვი­ლი ალის­კა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის­გან შე­ე­ძი­ნა. ლიზა იას­კო დიდი ხა­ნია, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ჩა­მო­სუ­ლა. უც­ნო­ბია, რა ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს მას ახლა ექ­სპრე­ზი­დენ­ტთან, რად­გან რამ­დე­ნი­მე თვის წინ სა­ა­კაშ­ვი­ლის “ფე­ის­ბუქგ­ვერ­დზე” გა­მოქ­ვეყ­ნდა სტა­ტუ­სი.

“ყვე­ლა­ნა­ი­რი ბინ­ძუ­რი ჭო­რის გა­სა­ფან­ტად, ჩემი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა ახლა და მო­მა­ვალ­შიც მთლი­ა­ნად უკავ­შირ­დე­ბა სო­ფოს და იმ დიდ სიყ­ვა­რულს, რო­მე­ლიც გვა­კავ­ში­რებს მე, მას და ალი­სას”, – წერ­და ის.

რამ­დე­ნი­მე დღე­ში სტა­ტუ­სი “ფე­ის­ბუქგ­ვერ­დი­დან” გაქ­რა.