პარტია “საქართველოსთვის” გამოდის ინიციატივით, საქართველოს კონსტიტუციაში პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით ცვლილება შევიდეს

პარტია “საქართველოსთვის” გამოდის ინიციატივით, საქართველოს კონსტიტუციაში პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით ცვლილება შევიდეს. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ბექა ლილუაშვილმა განაცხადა, უნდა დაბრუნდეს მანამდე არსებული წესი და საქართველოს მომავალი პრეზიდენტი, საარჩევნო კოლეგიის ნაცვლად, კვლავ პირდაპირი წესით, საქართველოს მოქალაქეებმა აირჩიონ.
“ამ საგაზაფხულო სესიიდანვე დავიწყოთ მუშაობა კონსტიტუციის ცვლილებაზე სახელმწიფოს მეთაურის, პრეზიდენტის, საქართველოს მოქალაქეების მიერ პირდაპირი გზით არჩევის წესის დაბრუნებასთან დაკავშირებით. ეს მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტებისა და სწორედ აღმასრულებელი, და არა მხოლოდ აღმასრულებელი, ხელისუფლების შტოებში ბალანსის უზრუნველსაყოფად. ეს გამოცდილება არ არის უცხო, ბევრ ევროპულ სახელმწიფოს მოუწია მათი გადაწყვეტილებით დაებრუნებინათ პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესი,” – აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”საქართველოსთვის” თავმჯდომარე .
გახარიას გუნდის ინიციატივას ოპოზიციის ნაწილმა უკვე უწოდა დაგვიანებული. მმართველ გუნდში კი შეფასება ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ

აღშფოთებულნი რომ არიან დღეს ვიღაცები, ისინი ამ პროტესტში მონაწილეობენ გახარიას მხარდამხარ, რომელმაც გამოიყენა რეზინის ტყვიები და 7 ადამიანს დარჩა მძიმე კვალი ჯანმრთელობაზე, საიდანაც ორმა თვალი დაკარგა, ესეც ხომ ფარისევლობაა

ერთადერთი, ვინც პარლამენტს ლეგიტიმაციას ანიჭებს, ეს არის ქართველი ხალხი, არც ვიღაც ბრიუსელის ჩინოვნიკი და არც რადიკალური ოპოზიცია საქართველოში, არ შეიძლება, ქართველი ხალხი ვიღაც სააკაშვილმა, გვარამიამ, გახარიამ და ხაზარაძემ ჩატოვონ საბოტაჟის რეჟიმში

არც ერთი „ნაცი“ არც ერთ თანამდებობაზე გულისხმობს მათ შორის იმასაც, რომ არც ერთ „ნაცს“ არ უნდა ერქვას საქართველოს პარლამენტის წევრი, დიდი იმედი მაქვს, გახარიას პარტიასაც მოუწევს საპარლამენტო მანდატების დატოვება