პარტია იშლება, მაგრამ არ შეგვიძლია ვილაპარაკოთ, რომ სხვა ხასიათის რაიმე პოლიტიკური ჯგუფი იქმნება – ენმ-ში არსებულ დაპირისპირებასა და მელიას დაანონსებულ ახალ პარტიაზე

მმართველი გუნდის წევრი, გია ვოლსკი, “ნაციონალურ მოძრაობაში” არსებულ დაპირისპირების და ნიკა მელიას მიერ დაანონსებულ პარტიის შექმნასთან აფასებს.
ვოლსკის განცხადებით, ამ ორ პარტიას შორის შინაარსობრივი განსხვავება არ არსებობს.
“პარტია იშლება, მაგრამ არ შეგვიძლია ვილაპარაკოთ, რომ სხვა ხასიათის რაიმე პოლიტიკური ჯგუფი იქმნება. ხასიათი იგივეა, არცერთს სინანულის ელემენტიც კი არ გააჩნია იმ ჩადენილი დანაშაულებისათვის, რამაც უამრავ ქართულ ოჯახს მიაყენა სერიოზული ზარალი. სხვა განსხვავება შინაარსში, ან მომავლის ხედვაში, ან წარსულის შეფასებაში ამ სუბიექტთა შორის არ არსებობს”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში