პარტია იშლება, მაგრამ არ შეგვიძლია ვილაპარაკოთ, რომ სხვა ხასიათის რაიმე პოლიტიკური ჯგუფი იქმნება – გია ვოლსკი ენმ-ში არსებულ დაპირისპირებასა და მელიას დაანონსებულ ახალ პარტიაზე

მმართველი გუნდის წევრი, გია ვოლსკი, “ნაციონალურ მოძრაობაში” არსებულ დაპირისპირების და ნიკა მელიას მიერ დაანონსებულ პარტიის შექმნასთან აფასებს.
ვოლსკის განცხადებით, ამ ორ პარტიას შორის შინაარსობრივი განსხვავება არ არსებობს.
“პარტია იშლება, მაგრამ არ შეგვიძლია ვილაპარაკოთ, რომ სხვა ხასიათის რაიმე პოლიტიკური ჯგუფი იქმნება. ხასიათი იგივეა, არცერთს სინანულის ელემენტიც კი არ გააჩნია იმ ჩადენილი დანაშაულებისათვის, რამაც უამრავ ქართულ ოჯახს მიაყენა სერიოზული ზარალი. სხვა განსხვავება შინაარსში, ან მომავლის ხედვაში, ან წარსულის შეფასებაში ამ სუბიექტთა შორის არ არსებობს”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

გია აბაშიძე: ნაცრეჟიმის ერთ-ერთმა ნაძირალამ, გიორგი ბარამიძემ, სვანეთში სისხლიანი სადამსჯელო ოპერაციები ჩაატარა და ახლა თურმე ძაღლების ქომაგი გახდა – ავაზაკების კრიტიკა ერთია, მაგრამ ყველა ნაცკრიმინალმა უნდა აგოს პასუხი საკუთარ ქმედებებზე