პარტია „გახარია საქართველოსთვის” ინფორმაციით, ლევან გოგიჩაიშვილს თავს 20-მდე პირი დაესხა

„გახარია საქართველოსთვის” წევრს ლევან გოგიჩაიშვილს თავს დაესხნენ, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს” პარტიის პრესსამსახურში განუცხადეს.
მათივე ცნობით, გოგიჩაიშვილს მეტროსადგურ “პოლიტექნიკურთან” ოცამდე ახალგაზრდა თავს მაშინ დაესხა, როდესაც ის „პალიტრანიუსის“ გადაცემაში სტუმრად მიდიოდა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, ლევან გოგიჩაიშვილი გადაყვანილია განყოფილებაში და მათთვის დამატებითი დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

ასევე დაგაინტერესებთ

რუსუდან თევზაძე – ევროკავშირის მიერ „ქართული ოცნებისთვის“ ვადის აგვისტოს ბოლომდე მიცემა „წითელ ბარათამდე მიახლოებული ბარათია“ – იმ პოლიტიკურ რეალობაში, რომელიც „ოცნებამ“ შექმნა, გიორგი გახარია საქართველოში არ უნდა დაბრუნდეს