საქართველოს პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე გაუქმდა და ყვითელი დონე ამოქმედდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
„პარლამენტის სასახლეში მოქმედი უსაფრთხოების ყვითელი დონე, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად მოქმედებდა. 28 ნოემბერს გამოცხადებული უსაფრთხოების წითელი დონე გაუქმდა და 6 დეკემბრიდან, მის გაუქმებამდე მოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე, ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა”, – ნათქვამია განცხადებაში.
ინფორმაციის თანახმად, საკანონმდებლო ორგანოში დაგეგმილ ღონისძიებებზე, მათ შორის, კომიტეტისა და პლენარულ სხდომებზე, მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები დაიშვებიან.
“შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს ერთი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან, საპარლამენტო ღონისძიებების დასრულებამდე.
აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა”, – წერია განცხადებაში.
