პარლამენტმა „აგენტების კანონი“ მეორე მოსმენით მიიღო

83 ხმით, 23-ის წინააღმდეგ, პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე „აგენტების კანონი“ მეორე მოსმენით მიიღო. მუხლობრივი განხილვა მწვავე კამათით მიმდინარეობდა. პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დარბაზიდან გააძევა ოთხი დეპუტატი ოპოზიციიდან: , , გიორგი ბოტკოველი და თინა ბოკუჩავა.
პარლამენტის თავმჯდომარე შეკითხვის დასმისას დეპუტატებს ხშირად უთიშავდა მიკროფონს და კონკრეტული მუხლის შესახებ ლაპარაკისკენ მოუწოდებდა. მან ერთ-ერთ მუხლზე მსჯელობისას დეპუტატებს დაზუსტების საშუალებაც არ მისცა.
განხილვაზე საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის დეპუტატებს შეხლა-შემოხლაც იყო.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა მ კანონპროექტის მომხსენებელს შესთავაზა, რომ „უცხო ძალის“ ნაცვლად, ჩაეწერათ და მას ყველა დაუჭერს მხარს.
პარლამენტის წევრმა შალვა შავგულიძემ გააპროტესტა კანონპროექტის ამოქმედების ვადები, რომლის თანახმად, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად“ რეგისტრაციის ვალდებულება ორგანიზაციებს ექნებათ 2023 წლის შემოსავლების მიხედვით. „გარდამავალი დებულება ითვალისწინებს, რომ კანონს მიეცეს უკუძალა… კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში, რომ არ შევიდეთ, ის არ უნდა შეეხოს შარშანდელ და შარშანწინდელ დაფინანსებას“, – თქვა შავგულიძემ.
პოლიტიკური ჯგუფის, „გირჩის“ წევრის ს თქმით, საუკეთესო გამოსავალია, რომ კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან და არჩევნებში გამარჯვებულმა პოლიტიკურმა ძალამ გადაწყვიტოს მისი ბედი.
მომხსენებელმა, ანრი ოხანაშვილმა ოპონენტების არცერთი შეთავაზება არ გაითვალისწინა.
იმისთვის, რომ პარლამენტმა კანონპროექტი საბოლოოდ მიიღოს, კომიტეტსა და პლენარულ სხდომაზე სამ-სამი მოსმენით უნდა განიხილონ და კენჭი უყარონ.
პარლამენტმა „აგენტების კანონის“ საბოლოო, მესამე მოსმენით მიღების სავარაუდო თარიღად 17 მაისი განსაზღვრა.
კანონპროექტის განხილვის პარალელურად პარლამენტთან საპროტესტო აქცია „კი ევროპას! არა რუსულ კანონს!“ მიმდინარეობს.
30 აპრილის და 1 მაისის ღამით „აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგეების აქციის მონაწილეების მიმართ პოლიციამ ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. ასევე სპეცრაზმი დემონსტრანტებს ფიზიკურად გაუსწორდა.
აქციაზე დაშავდა არაერთი ადამიანი, მათ შორის სასტიკადაა ნაცემი პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, დეპუტატი . ნაცემია კიდევ ერთი პარლამენტარი – „მოქალაქეების“ ლიდერი .
საპროტესტო აქციაზე გამოიკვეთა ნიღბიანი ადამიანი, რომელიც სპეცრაზმელების მხარეს იდგა და დემონსტრანტებს სახეში მუშტს ურტყამდა.
აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სხვადასხვა კლინიკაში სამედიცინო დახმარების მისაღებად გადაიყვანეს 11 მოქალაქე – მათგან ექვსი პოლიციელი იყო.
-ს ინფორმაციით, „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციამ დააკავა 63 მოქალაქე და დაშავდა ექვსი სამართალდამცველი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – რამდენიმე დღის წინ მთელ ოპოზიციას ერთად ჰქონდა შეკრება და რაოდენობა იყო რამდენჯერმე ნაკლები ჩვენს შეკრებასთან შედარებით – ასეთივე რამდენჯერმე ნაკლები იქნება ოპოზიციის შედეგი ამ არჩევნებზე