პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს – აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა. უწყვეტი პროტესტის 114-ე დღეს პარლამენტის წინ საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია. პარლამენტთან შეკრებილები სკანდირებენ: „ყველგან მილიცია, არსად სამართალი!“ „ცეცხლი ოლიგარქიას!“
შეკრებილებს, მსვლელობის ის მონაწილეებიც შეუერთდებიან, რომლებიც საზოგადოებრივ მაუწყებელთან იყვნენ შეკრებილები.
პარალელურად, პარლამენტთან ის სტუდენტები იმყოფებიან, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოსთან ღამეს ათენებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ფავლენიშვილი ხაზარაძის წერილზე – საბოლოოდ, ისე ხდება, აქეთ ბედავენ თქმას, რომ ფოკუსი გასასწორებელი ჩვენ გვაქვს – ფოკუსი გასასწორებელი აქვთ მათ, ვინც ბოიკოტზე უარს აცხადებს და ამბობს, რომ არჩევნები თურმე აღარ არის გაუქმებული