პარლამენტის შენობის წინ, სავარაუდოდ, ნაძვის ხეს აწყობენ

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ სავარაუდოდ, საახალწლო ნაძვის ხის მონტაჟი მიმდინარეობს. ადგილზე იმყოფებიან თბილსერვის ჯგუფის თანამშრომლები. ადგილზე კონსტრუქციები დაახლოებით 2 საათის წინ მიიტანეს. აღნიშნულ ფოტოს სოციალურ ქსელში აქტივისტი მაკუნა გოჩიტაშვილი ავრცელებს.
“ყველა ცივილურ ქვეყანაში ნაძვის ხე იწყობა და დგას. თქვენც უნდა მოგწონდეთ, სუფთა ქალაქი და ნაძვის ხის აწყობა, მე მგონი ცუდი არაფერი არ არის”, – განუცხადა თბილსერვისჯგუფის წარმომადგენელმა “რადიო თავისუფლებას” პირდაპირ ჩართვაში.
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დღეს, დაახლოებით ღამის სამი საათისთვის დასრულდა.

ასევე დაგაინტერესებთ

თინათინ სტამბოლიშვილი: განათლება “უფასო” გახდაო – თქვეს. მშობლებსაც გაუხარდათ (ხბოს სიხარულით). თუმცა ახლა აღმოაჩინეს, რომ მათი საშუალო მოსწრების შვილი (და 98% ასეთია) სასურველ ფაკულტეტზე ვერ მოხვდება, რადგან…