„პარი სენ-ჟერმენისა“ და მადრიდის „რეალის“ მატჩს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში შიმონ მარჩინიაკი განსჯის

ფიფა-მ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე „პარი სენ-ჟერმენისა“ და მადრიდის „რეალის“ ნახევარფინალური ეტაპის მატჩის მთავარ არბიტრად პოლონელი შიმონ მარჩინიაკი დანიშნა.
მარჩინიაკის ასისტენტები ასევე პოლონელები – ტომაშ ლისტჩი და ადამ კუპშიკი იქნებიან. შეხვედრის ტექნიკური არბიტრი კი ალჟირელი მუსტაფა გორბალია.
44 წლის პოლონელი არბიტრისთვის აღნიშნული მატჩი ფიფა-ს 2025 წლის მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე მესამე იქნება. ის აქამდე „ინტერ მაიამი“ – „პალმეირასისა“ და მადრიდის „რეალი“ – „იუვენტუსის“ შეხვედრებს გაუძღვა.
ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული „პარი სენ-ჟერმენი“ მადრიდის „რეალს“ 9 ივლისს ნიუ ჯერსიში დაუპირისპირდება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

ასევე დაგაინტერესებთ

ომის საფრთხე არსად წასულა, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხელმძღვანელთა მხრიდან იმდენად მძაფრია ომის რიტორიკა, რომ საომარ დაპირისპირებას არათუ დასასრული არ უჩანს, ყველაფერი კეთდება გახანგრძლივებისათვის – ირაკლი კობახიძე

აშშ-ის მოქმედ ადმინისტრაციას არაფერი გაუკეთებია, რათა გამოესწორებინა წინამორბედის შეცდომები, უპასუხოდ რჩება ჩვენი დაფიქსირებული სურვილი, რომ ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ -ირაკლი კობახიძე