რომის პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიას მიხეილ ყაველაშვილი ესწრება.
დაკრძალვის ცერემონია ვატიკანის წმინდა პეტრეს მოედანზე მიმდინარეობს.
მიხეილ ყაველაშვილი, დელეგაციასთან ერთად, რომში 25 აპრილს ჩავიდა.
ცოტა ხნის წინ პაპის ცხედარი წმინდა პეტრეს ბაზილიკიდან წმინდა პეტრეს მოედანზე გამოასვენეს.
მანამდე, ბაზილიკაში, მის მიმართ პატივისცემის გამოსახატად მსოფლიო ლიდერები, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი და გაერთიანებული სამეფოს პრინცი უილიამი იმყოფებოდნენ.
პაპის დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად მივიდა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც, რომლის გამოჩენასაც წმინდა პეტრეს მოედანზე აპლოდისმენტები მოჰყვა.
ცერემონია ათასობით ადამიანი, მათ შორის სხვადასხვა ქვეყნების ლიდერები ესწრებიან. წმინდა პეტრეს მოედანზე იმყოფებიან : აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, იტალიის პრემიერ მინისტრი ჯორჯია მელონი და პრეზიდენტი სერჯო მატარელა, ბრაზილიის პრეზიდენტი ლუის ინასიუ ლულა და სილვა.
წირვის დასრულების შემდეგ, ფრანცისკეს ცხედარს რომში, სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში გადაასვენებენ, სადაც დაკრძალავენ.