“რა მაგრად დალაგდა ქართული ოცნება ამერიკასთან. 349 კონგრესმენი ამბობს უნდა დასანქცირდნენ როგორც ქართული ოცნების პოლიტიკოსები, ასევე ბიზნესმენებიო, მაგრამ 42 ხომ წინააღმდეგი წავიდა?! მაგარი შედეგია, გილოცავთ ქართული ოცნების მხარდამჭერებო, მათ შორის, ბიზნესებო – ამერიკელი პოლიტიკოსების 10%-თან დალაგება პატარა საქმე არ არის.
სასაცილოა, ჩვენს ქვეყანას და მომავალს რომ არ ეხებოდეს,” – წერს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი პაპუნა ჯანელიძე სოციალურ ქსელში.