პაკისტანმა საჰაერო იერიში მიიტანა ავღანეთის ტერიტორიაზე

ავღანეთის თალიბანის გაერთიანება, რომელიც მართავს ქვეყანას, იტყობინება, რომ რამდენიმე ადამიანი დაიღუპა ს მიერ ავღანეთის ტერიტორიაზე განხორციელებული საჰაერო იერიშის შედეგად.
18 მარტს ავღანეთის თალიბანის მთავრობამ განაცხადა, რომ ს სამხედრო თვითმფრინავებმა ავღანეთის ტერიტორიაზე დაბომბეს პაკისტანის თალიბანის – „თეჰრიქ-ე თალიბანის“ (TTP) „მეამბოხეთა თავშესაფრები.“ ამავე ცნობით, თავდასხმის შედეგად დაიღუპა სულ მცირე რვა სამოქალაქო პირი, მათ შორის სამი ბავშვი.
ავღანეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ზაბიჰულა მუჯაჰიდმა განაცხადა, რომ აფეთქებები მოხდა ფაქთიკის და ხოსტის პროვინციებში.
პაკისტანსა და ავღანეთს შორის დაძაბულობა გაიზარდა მას მერე, რაც თალიბები ხელისუფლებაში დაბრუნდნენ -ის მეთაურობით მოქმედი საერთაშორისო ჯარების ავღანეთიდან გასვლის შემდეგ, 2021 წლის აგვისტოში.
ისლამაბადი ავღანეთის თალიბებს ბრალად სდებს, რომ ისინი თავიანთ ტერიტორიაზე იფარებენ „თეჰრიქ-ე თალიბანის“ მეომრებს და შესაძლებლობას აძლევენ მათ, განახორციელონ თავდასხმები საზღვრის იქით, პაკისტანში. პაკისტანის მთავრობა ამ იერიშის შესახებ დუმს, მაგრამ პაკისტანელი მოხელეები, რომლებიც ვინაობას არ ამხელენ, იტყობინებიან, რომ იერიშის სამიზნე იყო სახლი „თეჰრიქ-ე თალიბანის“ ერთ-ერთი მეთაურის, აბდულა შაჰისა, რომელიც, ზოგიერთი მონაცემით, ავღანეთს აფარებს თავს.

ასევე დაგაინტერესებთ

მაია ორჯონიკიძე: ბევრი ვერც კი აცნობიერებს რას ნიშნავს ორი მთავარი რუსული ნავთობკომპანიის აშშ-ს მიერ დასანქცირება. ესაა კოშჩეის გულში ჩარჭობილი დანა, რომელიც სისხლისგან დაცლის ამ ურჩხულს-მაკა ასათიანის ყულევს მოკითხვა!

შსს – სამართალდამცველებმა მისაქციელში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში კუსტარული ლაბორატორიიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს – დაკავებულია ორი პირი

პოლიციამ თემქის დასახლებაში, მომხდარ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რასაც ახალგაზრდა მასწავლებლის გიგა ავალიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, კიდევ ერთი პირი პირი დააკავა