პაკისტანმა ირანზე სარაკეტო იერიში მიიტანა

პაკისტანმა ირანზე სარაკეტო იერიში მიიტანა. BBC-ის ცნობით, ინფორმაციას ამის შესახებ თავად ავრცელებს.
მათი განცხადებით, სამიზნე ტერორისტების თავშესაფარი იყო, ხოლო ირანული მედიის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად სამი ქალი და ოთხი ბავშვი დაიღუპა.
მანამდე, ირანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აფეთქების ხმა ს საზღვართან, ქალაქ სარავანთან გაისმა, რაც დაადასტურა პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და თქვა, რომ დაზვერვაზე დაფუძნებული ოპერაციის დროს რამდენიმე ტერორისტი მოკლეს.
შეგახსენებთ, გუშინ ირანმა დაარღვია პაკისტანის საჰაერო სივრცე, რის შედეგად ორი ბავშვი დაიღუპა. პაკისტანმა განაცხადა, რომ ირანთან ყველა მაღალი დონის დიპლომატიურ ურთიერთობას შეაჩერებდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნურავის ექნება ილუზია, რომ მე, ან ჩვენი პოლიტიკური გუნდი დაიღლება ამ უთანასწორო ბრძოლაში, თუმცა, მთავარია, რომ ჩვენმა ხალხმა, ისე, როგორც აქამდე, 2026 წელსაც მკაფიოდ გაარჩიოს, ვინაა საქართველოს მტერი და ვინ მოყვარე!

ურთულესი გამოწვევების მიუხედავად, 2025 წელს, გარედან წამოსულ ყველა დარტყმას ღირსეულად დავხვდით და ერთი ნაბიჯი არ გადაგვიდგამს უკან ჩვენი სამშობლოს, ჩვენი ხალხისა და საქართველოს სუვერენიტეტისთვის ბრძოლაში