პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილს – მესმის, უჭირს „ქართულ ოცნებას“, მაგრამ ყველაფერი არ უნდა იკადროთ, რაღაც უნდა დატოვოთ წმინდა და ხელშეუხებელი

არჩევნების მოახლოებასთან ერთად, „ოცნების“ ლიდერები რაღაც საეჭვოდ გაიტაცა რელიგიურმა თემატიკამ და ყოველდღე ცრუ ეპისტოლეებს ახვევენ საზოგადოებას თავს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა, მ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პაპუაშვილის განცხადებას, რომ თითქოს ოპოზიცია ეკლესიაზე შეტევას ცდილობს.
ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, „ოცნება“ რელიგიურ თემატიკას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს, რაც ფარისევლობა და მკრეხელობაა.
ს მოახლოებასთან ერთად, „ოცნების“ ლიდერები რაღაც საეჭვოდ გაიტაცა რელიგიურმა თემატიკამ და ყოველდღე ცრუ ეპისტოლეებს ახვევენ საზოგადოებას თავს.
პირველი, რწმენა და ღმერთი იმდენად ღრმა და წმინდა საკითხია ჩემთვის, მისი საარჩევნო და პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება ფარისევლობად და მკრეხელობად მიმაჩნია, მით უფრო, როცა ეკლესიის ავტორიტეტს სიცრუისა და ცილისწამების ტირაჟირებისთვის იყენებენ.
მეორე, მესმის მათი მიზანი, მათ უნდათ ღმერთი და რწმენა ბნელი საარჩევნო მიზნებისთვის გამოიყენონ. აქედან ნათლად ჩანს, რომ მათ არც რწმენის და არც ქრისტიანობის არაფერი გაეგებათ, რაც სავალალო და დასანანია.
მესამე – მესმის უჭირს “ქართულ ოცნებას”, მაგრამ ყველაფერი არ უნდა იკადროთ, რაღაც უნდა დატოვოთ წმინდა და ხელშეუხებელი“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – „ტექნიკურ მთავრობაზე“ საუბარი მხარდამჭერების უპატივცემულობაა, მაშინ ვის აძლევს ამომრჩეველი ხმას, რომელ პოლიტიკურ პარტიას? – ეს ყველაფერი აბსურდის თეატრია, ჩვეულებრივი მსახიობები არიან

ირაკლი კირცხალია – სალომე ზურაბიშვილს უნდა პრეზიდენტის სასახლე „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ საარჩევნო შტაბად აქციოს – არ გამოვრიცხავთ, არჩევნებამდე დარჩენილ ორ კვირაში პრეზიდენტის სასახლე „დაბრენდოს“ კიდეც