პაატა მანჯგალაძე – კოკო გამსახურდიას პროცესში შემოყვანით არის მცდელობა, „ინადირონ“ პირველი პრეზიდენტის მომხრეების ხმებზე

„ქართულ ოცნებას“ ელექტორალურად ძალიან უჭირს. პირველი პრეზიდენტის ვაჟის, კოკო გამსახურდიას ეროვნულ ბიბლიოთეკაში მოყვანით არის მცდელობა იმისა, რომ „ინადირონ“ პირველი პრეზიდენტის მომხრეების ხმებზე, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, მ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
დეპუტატი გამოეხმაურა ეროვნული ბიბლიოთეკის თავმჯდომარის თანამდებობიდან გიორგი კეკელიძის გათავისუფლებას და ამ პოზიციაზე ს წარდგენას. მანჯგალაძე მიიჩნევს, რომ ბიბლიოთეკიდან გიორგი კეკელიძის გაშვება პოლიტიკას უკავშირდება.
„პარლამენტის თავმჯდომარის იმ განცხადებით, რომელიც ვნახეთ, მგონი, „ქართულმა ოცნებამ“ თვითლუსტრაცია მოახდინა.როგორც განცხადებიდან ვიცით, ადამიანს უთხრა კარგად მუშაობ, მაგრამ ახლა, სიახლის და განახლების დრო არისო. ისინი 12 წელია [„ქართული ოცნება“] ცუდად მუშაობენ და ჩვენც იმას ვამბობთ, რომ პოლიტიკურად განახლების დრო არის. რაც შეეხება ს, შემიძლია უდიდესი პატივისცემა გამოვხატო, ამ მიმართულებით ძალიან დიდი რეფორმები ჩაატარა, ის არის ნიჭიერი ადამიანი. რა თქმა უნდა, პოლიტიკას ვუკავშირებ. „ქართულ ოცნებას“ ელექტორალურად ძალიან უჭირს. პირველი პრეზიდენტის ვაჟის, კოკო გამსახურდიას ამ პროცესში შემოყვანით ახლა არის მცდელობა იმისა, რომ „ინადირონ“ პირველი პრეზიდენტის მომხრეების ხმებზე და ამ ხალხის ლოიალურობა მიიღონ, რაც არ გამოვა იმიტომ, რომ ისინი ძალიან პატრიოტი ხალხია. კოკო გამსახურდიას ბიბლიოთეკის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენას, რა თქმა უნდა, სხვა მიზანი არ აქვს იმიტომ, რომ მე არ მინახავს კოკო გამსახურდიას რამე იდეა ჰქონოდეს იმაზე დიდი ბიბლიოთეკასთან დაკავშირებით. ამაზე მეტს კოკოზე არ ვილაპარაკებ იმიტომ, რომ ზვიად გამსახურდია ჩემთვის არის სიმბოლო პატრიოტიზმის, ეროვნულობის, მამულიშვილობის და მის ოჯახზე და შვილზე ნეგატიურად მეტს არ ვისაუბრებ, ამ ეტაპზე, არც მაქვს ამის საფუძველი“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე – ამ ხელისუფლების მიერ ძალაუფლების შენარჩუნების შემთხვევაში საქართველოს სრული საერთაშორისო იზოლაცია ელოდება, მათ შორის საფინანსო-ეკონომიკური კუთხით – ხალხმა გამოუსწორებელი შეცდომა არ უნდა დაუშვას

ISFED – ჩვენი დამკვირვებლები ხშირად იღებენ ინფორმაციას, რომ საარჩევნო კამპანიაში მმართველი პარტიის სასარგებლოდ ჩართული პირები ამომრჩეველზე, მათ შორის საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულებზე, ზეწოლას სხვადასხვა გზით ცდილობენ