– არსებობს გამოსავალი და ეს არის 26 ოქტომბრის არჩევნები, სადაც ერთიანობით იმარჯვებს საქართველო

„ქართული ოცნება“ სერიოზულ ხიფათად და სირცხვილად იქცა საქართველოსთვის, – ამის შესახებ „ერთიანობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, არსებობს გამოსავალი და ეს არის 26 ოქტომბრის არჩევნები, სადაც ერთიანობით იმარჯვებს საქართველო.
„თუნდაც ის, რომ ირაკლი თავს იწონებდა ირანში დემოკრატიის მტერ და რამდენიმე ტერორისტად გამოცხადებულ ლიდერთან ერთად, არის ნათელი დადასტურება, რომ ხელისუფლება მიზანმიმართულად ცდილობს ურთიერთობების გაფუჭებას ამერიკელ და ევროპელ მეგობრებთან რაც სულ უფრო მეტად აქცევს იზოლაციაში და სიღარიბეში საქართველოს. თუმცა, არსებობს გამოსავალი და ეს არის 26 ოქტომბრის არჩევნები სადაც ერთიანობით იმარჯვებს საქართველო,” – განაცხადა მანჯგალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – 3-4 თვის წინ კობახიძეს და კალაძეს ილუზია გაუჩნდათ, რომ ივანიშვილი გაწეულია და შეუძლიათ აკეთონ ის, რაც სურთ, თუმცა ალიევთან შეხვედრაზე გამოჩნდა, ვინ არის ამ ქვეყნის პატრონი – რეალობას, რომელშიც ქვეყანა ცხოვრობს, ფარდა აეხადა!