პაატა მანჯგალაძე – ალილოს დროს რომ ხარებასავით არის, ისე შემოვივლით თითოეულ ოჯახს – როგორც მოციქულებს მიჰქონდათ, რომ „არსებობს სიცოცხლე, უფალი ჩვენთანაა, ჭეშმარიტება”

„ქართულ ოცნებას“ ელექტორალურად ძალიან უჭირს. პირველი პრეზიდენტის ვაჟის, კოკო გამსახურდიას ეროვნულ ბიბლიოთეკაში მოყვანით არის მცდელობა იმისა, რომ „ინადირონ“ პირველი პრეზიდენტის მომხრეების ხმებზე, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, მ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
დეპუტატი გამოეხმაურა ეროვნული ბიბლიოთეკის თავმჯდომარის თანამდებობიდან გიორგი კეკელიძის გათავისუფლებას და ამ პოზიციაზე ს წარდგენას. მანჯგალაძე მიიჩნევს, რომ ბიბლიოთეკიდან გიორგი კეკელიძის გაშვება პოლიტიკას უკავშირდება.
„პარლამენტის თავმჯდომარის იმ განცხადებით, რომელიც ვნახეთ, მგონი, „ქართულმა ოცნებამ“ თვითლუსტრაცია მოახდინა.როგორც განცხადებიდან ვიცით, ადამიანს უთხრა კარგად მუშაობ, მაგრამ ახლა, სიახლის და განახლების დრო არისო. ისინი 12 წელია [„ქართული ოცნება“] ცუდად მუშაობენ და ჩვენც იმას ვამბობთ, რომ პოლიტიკურად განახლების დრო არის. რაც შეეხება ს, შემიძლია უდიდესი პატივისცემა გამოვხატო, ამ მიმართულებით ძალიან დიდი რეფორმები ჩაატარა, ის არის ნიჭიერი ადამიანი. რა თქმა უნდა, პოლიტიკას ვუკავშირებ. „ქართულ ოცნებას“ ელექტორალურად ძალიან უჭირს. პირველი პრეზიდენტის ვაჟის, კოკო გამსახურდიას ამ პროცესში შემოყვანით ახლა არის მცდელობა იმისა, რომ „ინადირონ“ პირველი პრეზიდენტის მომხრეების ხმებზე და ამ ხალხის ლოიალურობა მიიღონ, რაც არ გამოვა იმიტომ, რომ ისინი ძალიან პატრიოტი ხალხია. კოკო გამსახურდიას ბიბლიოთეკის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენას, რა თქმა უნდა, სხვა მიზანი არ აქვს იმიტომ, რომ მე არ მინახავს კოკო გამსახურდიას რამე იდეა ჰქონოდეს იმაზე დიდი ბიბლიოთეკასთან დაკავშირებით. ამაზე მეტს კოკოზე არ ვილაპარაკებ იმიტომ, რომ ზვიად გამსახურდია ჩემთვის არის სიმბოლო პატრიოტიზმის, ეროვნულობის, მამულიშვილობის და მის ოჯახზე და შვილზე ნეგატიურად მეტს არ ვისაუბრებ, ამ ეტაპზე, არც მაქვს ამის საფუძველი“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
გარდა ამისა, დეპუტატმა გადაცემაში ისაუბრა „გამარჯვების კოალიციის“ გეგმებზე. მისი თქმით, წარმოადგენენ ხალხის პრობლემებზე ორიენტირებულ კამპანიას,ასევე, აპირებენ, რომ ქვეყნის მასშტაბით ყველა ოჯახთან მივიდნენ.
„ის, რომ „ქართული ოცნება“ ცუდია ხალხმა გაიგო. ჩვენ რას გავაკეთებთ ხალხთან ერთად, მთელი კამპანია ამაზე იქნება[აგებული]. ახლა ვშლით გეგმას, როგორ მივიდეთ ოჯახ-ოჯახ, აი, როგორც მოციქულებს მიჰქონდათ, რომ „არსებობს სიცოცხლე, უფალი ჩვენთანაა, ჭეშმარიტება“. ხალხი ქვეყნიდან გარბის, კორუფცია, სიღარიბე განაჩენი არ არის, საქართველოს ქართველ ხალხთან ერთად შეუძლია გამარჯვება. საქართველოს უდიდესი გამარჯვება, შესაძლებლობა აქვს და ამ რწმენით და იმედით შემოვლილთ ყველა ოჯახს. ალილოს დროს რომ ხარებასავით არის, ისე შემოვივლით საქართველოს მოქალაქეების თითოეულ ოჯახს“, -განაცხადა მანჯგალაძემ.
რაც შეეხება ს პოლიტიკაში მესამედ შემოსვლას, მანჯგალაძის თქმით, ვერც ღარიბაშვილი, ვერც და ვერც კალაძე ვერ ასრულებენ გრავიტაციის ფუნქციას პარტიის შიგნით, რისთვისაც ივანიშვილის დაბრუნება გახდა საჭირო.
„პირდაპირ შემიძლია ვთქვა, კარგია, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში გამოჩნდა, ეს არ არის მისი დალხენილი პოლიტიკური ყოფიდან გამოწვეული. შეიძლება ითქვას, ფინანსურად წინ მიდის, მაგრამ პოლიტიკურად ასე ნამდვილად არ არის. არ დამალა, რომ ძალიან დიდი საფრთხე იყო „ქართული ოცნების“ ელექტორალური რღვევის, ჩამოშლის. ბიძინა ივანიშვილი დააბრუნეს იმიტომ, რომ ვერც ღარიბაშვილი, ვერ კობახიძე და ვერც კალაძე შეასრულებს „ქართული ოცნების“ შიგნით გრავიტაციის, მიზიდულობის ღერძის ფუნქციას. ასეთი კვლავ ივანიშვილი გამოიყვანეს, სამჯერ წასული და წამოსული ადამიანი. თვითონ თქვა, თუ ორჯერ ვიყავი და კვლავ ჩემი მოსვლაა საჭირო, მერე რას ვექაჩებიო. მე მართლა ვერ გავიგე, რას იქაჩება,“ -განაცხადა მანჯგალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ბურჯანაძე – ჯოზეფ ბორელის განცხადება სწორედ იმას ასახავს, რაც დღეს საქართველოშია – ძალაუფლება კონსოლიდირებული, დამოუკიდებელი ინსტიტუტების ფუნქციონირება შეჩერებული და უფუნქციო