“ოცნების” ხელისუფლება, როგორც ჩანს, ცდილობს, საზოგადოება შეაგუოს, რომ თითქოს “ტრიო” დაიშალა – ანა ბუჩუკური

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, სთან დაკავშირებით მოსაზრებებზე, პოლიტიკურ სპექტრში შეფასებები კვლავ გრძელდება. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ორბანის განცხადებები საქართველოზეც უარყოფითად აისახება.
ამასთან, ოპოზიციაში ამბობენ, მმართველი გუნდი ცდილობს საზოგადოება შეაგუოს, რომ ე.წ. ტრიო დაიშალა.
“ოცნების” ხელისუფლება, როგორც ჩანს, ცდილობს საზოგადოება შეაგუოს, რომ თითქოს “ტრიო”[საქართველო, , მოლდოვა] დაიშალა. როგორც ჩანს, “ოცნებას” წინასწარ უნდა გადააზღვიოს, რომ ისინი არანაირი რეფორმის გატარებას არ აპირებენ. ამას ემსახურება მათი მხრიდან “ტრიოს” დაშლაზე აქცენტის გადატანა.
რაც შეეხება სტატუსს – სტატუსი ამ ქვეყანას უკვე მიღებული აქვს,” – განაცხადა პარტია “საქართველოსთვის” წევრმა, ანა ბუჩუკურმა.
ცნობისთვის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს წერილი გაუგზავნა, სადაც აღნიშნულია, რომ ევროკავშირის დაგეგმილი სამიტის დღის წესრიგიდან უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებისა და ქვეყნისთვის დახმარების სახით 50 მილიარდი ევროს გამოყოფის საკითხები ამოიღონ, რადგან ისინი მაინც ჩავარდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ყველაზე დიდი უტიფრობა ის არის, რომ ბიძინა ივანიშვილს დააბრალო მედიის მიტაცება-შეზღუდვა, ადამიანს რომლის პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ მედია საშუალებები არამარტო განთავისუფლდა პოლიტიკური წნეხისგან, უმეტესობა თავის კუთვნილ მეპატრონეს დაუბრუნდა