“ოცნება იძულებული გახდება თავისი “ფალავანი გამოაგოროს” – ხუხაშვილი

მთავარი პოლიტ-ტექნოლოგიური ამოცანაა, არჩევნების დღემდე ისე მივიდეთ, რომ არჩევანი ოპოზიციასთან ასოცირებულ დასავლურ ვექტორსა და ხელისუფლებასთან ასოცირებულ რუსულ ვექტორს შორის სრულიად აშკარად და მკვეთრად იქნას გამოხატული.
ამ საქმეს უაღრესად წაადგება, თუ ყველა ოპოზიციური პარტია ახლავე ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად დაუჭერს მხარს, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, ს პრეზიდენტად არჩევას, რომელიც ვინმეს მოსწონს, თუ არა, იქცა დასავლურ გზაზე ქვეყნის დაბრუნების მთავარ სიმბოლოდ, ქვეყნის გარეთ და ქვეყნის შიგნით. ამ შემთხვევაში, ქართული ოცნება იძულებული გახდება თავისი “ფალავანი გამოაგოროს” და თუ ამას არ გააკეთებენ, ეს მათ წამგებიან პოზიციაში ჩააყენებს. აქ უკვე მთავარი ინტრიგა ის იქნება, რომ სალომეს თანაზომადი კანდიდატის პოვნა იქ არსებულ ჭაობში ძალიან გაუჭირდებათ. ნუ, თუ მთლად ბიძინა არ გამოაგორეს… ბიძინას სამომავლოდ აშკარად ჭირდება პოლიტიკური იმუნიტეტი. შესაბამისად, ეს სცენარი სრულიადაც არ არის გამორიცხული…თუმცა, მისთვის, როგორც ღმერთ-კაცისთვის სალომეს კონკურენტობა ანგრევს მისი უძლეველობის მითოლოგიას, რადგან შედეგად ან სალომე ავა ოლიმპზე, ან ის ჩამოვა მიწაზე…
ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტის თემა მუდმივად ფიგურირებდეს საარჩევნო კამპანიაში, რაც მითოლოგიაზე დაფუძნებულ სისტემაში რყევების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდება.

ასევე დაგაინტერესებთ

უზრა ზეია – აშშ სერიოზულად შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით და მმართველ პარტიაში ზოგიერთის მიერ გავრცელებული დეზინფორმაციით – ეს მხოლოდ ჩვენი მოწინააღმდეგეების ინტერესებს ემსახურება