“ოცნება” ან გადადგით ნაბიჯი უკან, ან დავანგრევთ თქვენს ქსელებს” – “ანონიმუსი”

მოგესალმებით საქართველოს მოქალაქეებო, ჩვენ ვართ ანონიმუსი და თქვენ გვერდით ვდგავართ. ქართველებო, თქვენი ბრძოლა ჩვენი ბრძოლაცაა, თბილისის ქუჩებიდან ციფრულ ბრძოლის ველამდე ჩვენ თქვენთან ვართ. ძალაუფლება თქვენ გეკუთვნით, თქვენ, ვინც ღამით ქუჩაში გადიხართ, ვინც წყლის ჭავლს, ცრემლსადენ გაზს და ხელკეტებს უპირისპირდებით, მაგრამ უკან მაინც არ იხევთ. თქვენ ხართ საქართველოს მომავლის გულისცემა, თქვენ ხართ ის, ვინც არ დაიხევენ ფაშისტური რეჟიმების ან ს გავლენების წინაშე. “ქართული ოცნება” ჩვენ თქვენს ქსელებში ვართ, ჩვენ ვფლობთ თქვენს სისტემებს, თქვენი ციფრული კედლები ჩვენია და არ მოგცემთ წვდომას. ვერ დამალავთ სიმართლეს, გადადგით ნაბიჯი უკან, ან ეტაპობრივად, ნაწილ-ნაწილ დავანგრევთ თქვენს ქსელებს. თქვენს დანაშაულს ქართველი ხალხის წინაშე, ღალატს, ძალადობას და თაღლითობას ფარდა აეხდება. ჩვენ უკვე გაჩვენეთ, რამდენად შორს შეგვიძლია წასვლა. 2025 წლის 25 იანვარს, თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემებში გაჟღერდა ჰიმნი “თავისუფლება”, საქართველოსა და ევროკავშირს სიმბოლოებით, თქვენ სამარცხვინო ხმებთან ერთად. ჩვენ ვართ ანონიმუსი, ჩვენ ვართ ლეგიონი. ჩვენ არ ვპატიობთ, ჩვენ არ ვივიწყებთ. ელოდეთ ჩვენს დაბრუნებას, – ამბობს ანონიმუსი ვიდეომიმართვაში, რომელის 17 ივნისსაა გამოქვეყნებული.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ტაბლიაშვილი: ვიკითხოთ, რაზე თუ რეიზა გამოცა ხალხი ქუჩაში და… მე ჩემს აზრს გეტყვით – მხოლოდ მაშინ, როცა ესენი მოგვცემენ საბაბ-მიზეზს, და ეს შეიძლება იყოს… საქართველოს ნეიტრალიტეტის გამოცხადება!

ვოლოდიმირ ზელენსკი – უნდა იყოს ცეცხლის შეწყვეტა და უსაფრთხოების საიმედო გარანტიები უკრაინისთვის, რაზეც ტრამპმაც გამოხატა მხარდაჭერა, რუსეთს არ უნდა ჰქონდეს ვეტოს უფლება უკრაინის ევროპულ და ნატო-ს პერსპექტივაზე – პუტინი ვერავის მოტყუებას ვერ შეძლებს