“ოცნებაც” უარზეა გაიხსნას ის ბაზები, რომელიც ოპოზიციას “კარუსელის” არარსებობაში დაარწმუნებდა

ოპოზიციის მოთხოვნას, 26 ოქტომბრის არჩევნებზე ე.წ. კარუსელების შემოწმების შესახებ, საკუთარი ინიციატივებით პასუხობს: თუ ოპოზიციას “კარუსელების” გადამოწმების მექანიზმად წარმოუდგენია ბაზის შექმნა, სადაც თითოეულ ამომრჩეველს საკუთარი საარჩევნო აქტივობის გადამოწმების საშუალება ექნება, მდინარაძე მათ სთავაზობს მიმართონ პროკურატურას, ან შექმნან საგამოძიებო კომისია.
“ნებისმიერი ეჭვი თუ აქვს ვინმეს, უბანზე, ოლქზე, მივიდნენ გამოძიებაში და გამოძიებას გაახსნევინონ ყველაფერი. ასევე, საგამოძიებო კომისია … ფორმატი შევიმუშაოთ რაღაცა. ასე, გახსნათ ბაზები, შევიდეს ყველა [ბაზაში], თქვენ შეხვიდეთ ჩემს მაგივრად, მე შევიდე თქვენს მაგივრად … რა დროს ვიყავი, როგორ ვიყავი … რაღაცებს რომ ბჟუტურებენ, რომ იქნება 1-2 შემთხვევა ვნახოთ, რომ სისტემური იყოო, იძახონ […] ყველაფერს აქვს თავისი წესი. ასე სახალხოდ, გარეთ გამოიტანე ამბავი და ახლა ეს გამიხსენი, მერე ის გამიხსენი … ასე არ ხდება”, – ამბობს მამუკა მდინარაძე.
დამაზუსტებელ კითხვაზე, საპარლამენტო კომისიის შექმნის შეთავაზება ნიშნავს თუ არა იმას, რომ მას სურს ოპოზიცია პარლამენტში შევიდეს, მდინარაძემ უპასუხა, რომ “ეს სატყუარა არ არის”. ის განმარტავს, რომ გულისხმობს არა მაინცდამაინც საპარლამენტო კომისიის შექმნას, არამედ ნებისმიერ ფორმატს, რომელიც კანონის ფარგლებში გამოძიების საქმეს.
ოპოზიციის მოთხოვნა გულისხმობს ელექტრონულ პორტალზე ინფორმაციის განთავსებას იმის შესახებ, რომელმა ამომრჩეველმა რომელ უბანზე და როდის მისცა ხმა, ან მიიღო თუ არა საერთოდ არჩევნებში მონაწილეობა. ინიციატივის მიხედვით, ეს ინფორმაცია უნდა იყოს საჯარო არა ყველასთვის, არამედ თითოეულ მოქალაქეს საკუთარი აქტივობის გადამოწმება უნდა შეეძლოს. თუმცა, მამუკა მდინარაძე, ს მსგავსად, ყურადღებას ამახვილებს პერსონალური ინფორმაციის გამჟღავნების რისკებზე და ამბობს, რომ არ შეიძლება “ქუჩაში გავყაროთ ეს მონაცემები”.
რაც შეეხება ოპოზიციის მიერ პარლამენტის ლეგიტიმაციას, მდინარაძე ფიქრობს, რომ საბოლოოდ, ისინი მაინც შევლენ პარლამენტში და “ბარემ, რომ შემოველენ გავხსნათ [საგამოძიებო კომისია]”.
“მაინც შემოვლენ, მათი თავმოყვარეობიდან გამომდინარე, მაინც შემოვლენ. ხოდა, ბარემ, რომ შემოვლენ გავხსნათ. პროკურატურაში მივიდნენ. აბა ახლა პროკურატურა სანდო არ არის, სასამართლო სანდო არ არის, აბა რა არის სანდო?! ლინჩის წესით ხომ არ უნდა გავასამართლოთ ხალხი?!”, – ამბობს მდინარაძე.
ოპოზიციურმა პარტიები და კოალიციები, რომლებიც ბარიერი გადალახეს, 26 ოქტომბრის ს შედეგებს არ აღიარებენ და ხელახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ. მათ მოთხოვნას უერთდება პარტია “გირჩიც”, რომელმაც 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახა.
ერთ-ერთი მექანიზმი, რითაც პარტიებს კენჭისყრის დღეს ე.წ. კარუსელები არსებობის დამტკიცება უნდათ, არის ბაზის შექმნა, სადაც მოქალაქეები შეძლებენ გადაამოწმონ ფიქსირდება თუ არა მათი ხმა არჩევნებზე, რომელ უბანზე და როდის. პირობითად ემიგრანტი, რომელსაც რეალურად არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია, თუ აღმოაჩენს, რომ ვიღაცამ მისი პირადი ნომრის გამოყენებით საქართველოში მისცა ხმა, ეს “კარუსელის” დამადასტურებელი ფაქტი იქნება.
ოპოზიციის მოთხოვნის პასუხად ცესკოში აცხადებენ, რომ მსგავსი ბაზის შექმნის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნიათ.