ოქტომბერში ჩიპების მსოფლიო გაყიდვები 22.1%-ით გაიზარდა

ოქტომბერში, ჩიპების მსოფლიო გაყიდვები წლიურად 22.1%-ით, 56.9 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა – იტყობინება ნახევარგამტარების ინდუსტრიის ასოციაცია (SIA).
სექტემბერთან შედარებით ზრდა 2,8%-ია.
„ნახევარგამტარების გლობალური ბაზარი 2024 წელს ამთავრებს მაღალ ნოტაზე, ყოველთვიური გაყიდვები ზედიზედ მეშვიდე თვეა იზრდება“, – თქვა SIA-ს პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ჯონ ნიუფერმა, „ახლა მოსალოდნელია, რომ მთლიანი გაყიდვები გაიზრდება თითქმის 20%-ით 2024 წელს – წინა პროგნოზებზე მაღლა – და შემდეგ გააგრძელებს ზრდა ორნიშნა რიცხვით 2025 წელს.“
გაყიდვები ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში 54%-ით გაიზარდა წინა წლის წინა თვესთან შედარებით, ხოლო ჩინეთში 17%-ით. იაპონიაში 7,4%-ით გაიზარდა, აზია-წყნარი ოკეანისა და სხვა რეგიონებში – 12,1%-ით. ამასთან, ევროპაში 7%-იანი კლება დაფიქსირდა.
ჩიპების გაყიდვები ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით გაიზარდა ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში 8,3%-ით, ევროპაში – 1,3%-ით, იაპონიაში – 0,2%-ით, ჩინეთში – 1%-ით. იმავდროულად, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში ეს მაჩვენებელი 0,7%-ით შემცირდა.
SIA აერთიანებს ნახევარგამტარების ინდუსტრიის ამერიკელი წარმომადგენლების დაახლოებით 99%–ს და სხვა ქვეყნების ჩიპების მწარმოებლების დაახლოებით 66%–ს.
interfax