ორხევში მიუსაფარი ძაღლების თავშესაფრის ასაშენებლად, CBD Development-ი თბილისის მერიისგან ნებართვას ელოდება

მინიმუმ, 150 მიუსაფარ ძაღლზე გათვლილი თავშესაფრის ასაშენებლად, შპს CBD Development-ი თბილისის მერიისგან ნებართვის მიღების ეტაპზეა.
ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიაში განუცხადეს.
რაც შეეხება მშენებლობის ვადებს, მერიის ინფორმაციით, მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც კომპანია ნებართვას მიიღებს.
ცნობისთვის, თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოსა და შპს CBD Development-ს შორის ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულების მიხედვით, სავაჭრო ცენტრ „ისთ ფოინთის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, კერძოდ, ორხევის დასახლებაში, ახვლედიანის II ჩიხში მდებარე 9231 კვ.მ მიწის ნაკვეთზე შპს CBD Development-ი დაახლოებით, ორი წლის განმავლობაში 1 მლნ 500 ათასი ლარის ინვესტიციას განახორციელებს და მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარს ააშენებს. როგორც თბილისის მერმა, მ აღნიშნა, მიწის ნაკვეთზე ძაღლებისთვის ვოლიერები, საოპერაციო, საკარანტინე სივრცეები და სხვა დამხმარე შენობა-ნაგებობები აშენდება. კომპანია იღებს ვალდებულებას, 150 მიუსაფარ ძაღლზე გათვლილი თავშესაფარი მოაწყოს. კომპანიას მიწის ნაკვეთი უსასყიდლო უზუფრუქტით, 15 წლის ვადით გადაეცა.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა ბესელია შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული წესების გამკაცრებაზე – ახალი საკანონმდებლო ცვლილება პირდაპირ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას – დამოუკიდებელი საკონსტიტუციო სასამართლო რომ არსებობდეს, ამ კანონს გააუქმებდა

ირაკლი ფავლენიშვილი ლევან ხაბეიშვილის განცხადებაზე – პოლიტიკოსების მიმართ ნათქვამი, შიში დაძლიეთო, ყველას გვეხება, ვინც თავისუფლებაზე ვართ – აქ მხოლოდ „ნაცმოძრაობაზე“, „ახალზე“ ან „ლელოზე“ და გახარიაზე არ არის საუბარი