ორი ბრინჯაოს შანსი – ბაქოს გრანდ-სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე გრანდ-სლემის ბოლო საშეჯიბრო დღეს საქართველოს სახელით ტატამზე სამი ქართველი წარსდგა, მათგან ფინალურ ბლოკში საბა ინანეიშვილი (+100 კგ) და სოფიო სომხიშვილი (+78 კგ) იასპარეზებენ, ორივე მათგანი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.
ინანეიშვილმა უზბეკი რაჯაბოვი დაამარცხა და ნახევარფინალში გასასვლელად აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე ქართველს, უშანგი კოკაურს შიდოების ხარჯზე სძლია. სამწუხაროდ, საბა ნახევარფინალში ჰიოგა ოტასთან დამარცხდა.
სომხიშვილმა ავსტრიელ მარია ჰეოლვარტს სძლია და მეოთხედფინალში ნიდერლანდელ მარიტ კამპთან დამარცხდა. სოფიომ რეპეშაჟში ნიდერლანდელ კარენ სტივენსონს იპონით მოუგო.
დღეს მოასპარეზე მესამე ქართველი ძიუდოისტი სოსო ებილაშვილი (90
კგ) პირველივე ორთაბრძოლაში დამარცხდა.
შეგახსენებთ, ფინალური ბლოკი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.