ოპონენტებს ძალიან აწუხებთ მაღალი ეკონომიკური ზრდა – ისინი აცხადებდნენ, რომ გვექნებოდა ორნიშნა ინფლაცია და გვაქვს სტანდარტული მაჩვენებელი, ეკონომიკურ ზრდაზე ამბობდნენ, რომ გვექნებოდა მინუსი და არის 9,8%

ოპონენტებს ძალიან აწუხებთ მაღალი ეკონომიკური ზრდა – ისინი აცხადებდნენ, რომ გვექნებოდა ორნიშნა ინფლაცია და გვაქვს სტანდარტული მაჩვენებელი, ეკონომიკურ ზრდაზე ამბობდნენ, რომ გვექნებოდა მინუსი და არის 9,8%
ჩვენს ოპონენტებს ძალიან აწუხებთ მაღალი ეკონომიკური ზრდა, ერთ-ერთი ექსპერტი აცხადებდა, რომ ჩვენ გვექნებოდა ორნიშნა ინფლაცია ქვეყანაში, მაშინ, როდესაც გვაქვს სტანდარტული მაჩვენებელი ამ კუთხით, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ გადაცემა „იმედის კვირაში“.
მთავრობის მეთაურის თქმით, ამ კამპანიებმა თავისი შედეგი ვერ გამოიღო.
„ჩვენს ოპონენტებს ძალიან აწუხებთ მაღალი ეკონომიკური ზრდა. ერთ-ერთი ექსპერტი აცხადებდა, რომ ჩვენ გვექნებოდა ორნიშნა ინფლაცია ქვეყანაში, მაშინ, როდესაც გვაქვს სტანდარტული მაჩვენებელი ამ კუთხით. ისინი აცხადებდნენ, რომ ლარის კურსი მარტში მიაღწევდა 3,1-ს, და ჩვენ სტაბილურად ვინარჩუნებთ ლარის კურსს 2,72-ის ფარგლებში. ეკონომიკურ ზრდაზე ამბობდნენ, რომ გვექნებოდა მინუსი და აქამდე მაჩვენებელი არის 9,8%. ამ კამპანიებმა თავისი შედეგი ვერ გამოიღო“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ეს ფაქტი შეგვახსენებს, თუ რამდენად დიდია რისკები და როგორი მოთხოვნები შეიძლება დაგვიყენონ ჩვენ მომავალში, საჭიროა პრევენციული ზომების მიღება, უმნიშვნელოვანესი პრევენციული ზომა იყო, სწორედ, „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონის მიღება

მნიშვნელოვანია, რომ ALDE-ს ჰქონდეს სათანადო პოზიცია, მიუხედავად იმისა, რომ „ლელო“ არის ამ პოლიტიკური გაერთიანების წევრი, ობიექტურობა უნდა გამოარჩევდეს ამ საერთაშორისო პარტიულ ორგანიზაციას