ოპოზიციის წარმომადგენლებს, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, ნუ გააცდენენ საკუთარ სამსახურს!

ოპოზიციის წარმომადგენლებს, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, ნუ გააცდენენ საკუთარ სამსახურს! – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, რითაც მიმდინარე სასესიო კვირაში ოპოზიციის მიერ საპარლამენტო განხილვებისთვის გამოცხადებულ ბოიკოტს გამოეხმაურა.
მისივე თქმით, ოპოზიციის სამსახურია დაესწრონ სხდომებს.
„ოპოზიციიდან არის შემოსული რამდენიმე წერილი, სადაც აღნიშნულია, რომ ისინი არ აპირებენ პლენარულ სხდომაზე დასწრებას. კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ არასწორი პრაქტიკაა, როცა საკითხის მითითების გარეშე სესიაზე დასწრებაზე უარს ამბობს, ეს არ არის ე.წ. ბოიკოტის არსი. თითქმის, არსად, ჩემთვის ცნობილ რეგლამენტებში, ბოიკოტი წესი არ არის. ჩვენთან ოპოზიციის ხელში, უბრალოდ გაცდენის საბაბად არის ქცეული. ოპოზიციის წარმომადგენლებს, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, ნუ გააცდენენ საკუთარ სამსახურს! ეს მათი სამსახურია, რომ დაესწრონ სხდომებს და მიიღონ მონაწილეობა განხილვებში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, მიმდინარე სასესიო კვირაში, პარლამენტში პრემიერ-მინისტრი ირაკლი მთავრობის საქმიანობის ანგარიშს წარადგენს.

ასევე დაგაინტერესებთ

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ 26 ოქტომბერს, როგორც 2012 წლის 1 ოქტომბერს, ქუდზე-კაცი გამოვიდეთ და „ქართულ ოცნებას“, ერთადერთ რეალურ პოლიტიკურ ძალას საქართველოში, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაში დავეხმაროთ!

როცა რეჟიმმა საკუთარ ხალხს თავისუფლება წაართვა და ღირსება შეულახა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, თავგანწირვის და სამშობლოს სიყვარულის საოცარი მაგალითი გვიჩვენა, რამაც საბოლოოდ, ქართველი ხალხი ერთ მუშტად გააერთიანა და გაუჩინა რწმენა, რომ გამარჯვება შესაძლებელი იყო

ლიბერალიზმის სახელით წაგვიბილწეს ღვინო, შეურაცხყვეს ხატები, გმირი მეფეები მოღალატეებად გამოგვიცხადეს. გაცხადებული ბრძოლა სწორედ რელიგიასა და ფსევდორელიგიას შორის მიდის და ეს ბრძოლა მოსაგებია ჩვენი გამარჯვებით