ოპოზიციის ბოიკოტი ემსახურება იმას, რომ რამენაირად თავიანთი პოზიცია არ დააფიქსირონ მეტად მნიშვნელოვან საკითხებზე

მმართველ გუნდში ოპოზიციის ბოიკოტს საბოტაჟს უწოდებენ. „ქართულ ოცნებაში“ განმარტავენ, რომ მათი ოპონენტები ბოიკოტის გზით, გარკვეულ საკითხებზე პოზიციის დაფიქსირებისგან თავის არიდებას ცდილობენ.
„მარგინალური ოპოზიცია რომ მუდმივად საბოტაჟის რეჟიმშია და ამას ხან ბოიკოტს არქმევს, ხან მივლინებას და ხან მოგზაურობას საქართველოს გარშემო, ეს არახალია. ადამიანები, რომლებიც 7-8 თვის განმავალობაში პარლამენტში არ შემოდიოდნენ, შემდეგ შემობრძანდნენ და არაფრით არიან დაკავებულები გარდა მავნებლობისა, დესტრუქციისა და მოსახლეობის დეზინფორმაციისა, ახლა საქართველოს კუთხეებში დაიარებიან. რა ანგარიშს აბარებენ? ძალიან მინდა ვკითხო, რა გააკეთეს? ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ რამენაირად თავიანთი პოზიცია არ დააფიქსირონ მეტად მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებიც ეხება საზოგადოებას და ზოგადად, საქართველოს სუვერენულ და დემოკრატიულ განვითარებას“, – ამბობს ოდიშარია.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ სამხარაძე: საკმაოდ რთულია იმის პროგნოზირება, თუ ვინ მოიგებს არჩევნებს იმდენად მცირეა სხვაობა კონკურენტებს შორის- ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტუნარიანი არჩევნები უნგრეთის უახლეს ისტორიაში

ასეთ დროს, შეტევის ობიექტი აღარ არის ხელისუფლება, როგორც პოლიტიკური მოწინააღმდეგე; შეტევის სამიზნე ხდება თავად საქართველო – მისი საერთაშორისო იმიჯი და პოზიცია, მისი ურთიერთობები ვაშინგტონთან და თელ-ავივთან, მისი რეპუტაცია, როგორც საიმედო პარტნიორის