ოპოზიცია თუ იქნება ხელისუფლებაში, ისინი მზად იქნებიან სანქციები დაუწესონ რუსეთს, დაიწყონ ომი, უფრო მოკლედ, ამერიკა თუ გვიბრძანებს, დღევანდელი ხელისუფლებისგან განსხვავებით, ჩვენ მზად ვართ ჩავიხადოთო – ამას გულისხმობს მევახშე ხაზარაძის განცხადება

ოპოზიცია თუ იქნება ხელისუფლებაში, ისინი მზად იქნებიან სანქციები დაუწესონ რუსეთს, დაიწყონ ომი, უფრო მოკლედ, ამერიკა თუ გვიბრძანებს, დღევანდელი ხელისუფლებისგან განსხვავებით, ჩვენ მზად ვართ ჩავიხადოთო – ამას გულისხმობს მევახშე ხაზარაძის განცხადება
ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი, “ლელოს” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმად, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, თავისი გეოპოლიტიკური ინტერესების დასაცავად, საქართველოს ხელისუფლებაზე, რომელიც, ხაზარაძის თქმით, “არალეგიტიმური, პროირანული და პროჩინურია”, ზეწოლა უნდა განახორციელოს.
მეტრეველის შეფასებით, ხაზარაძის განცხადების ქვეტექსტი, სინამდვილეში მდგომარეობს იმაში, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, დღევანდელი ოპოზიცია მზადაა, რუსეთს სანქციები დაუწესოს, ომი დაიწყოს და რასაც უბრძანებს, ყველაფერი გააკეთოს.
: აშშ-მ უნდა განახორციელოს ზეწოლა ქართული ოცნების არალეგიტიმურ პროირანულ და პროჩინურ რეჟიმზე, რათა დაიცვას საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესები. სინამდვილეში რა იმალება ხაზარაძის ამ განცხადების უკან: ოპოზიცია, თუ იქნება ხელისუფლებაში, ისინი მზად იქნებიან სანქციები დაუწესონ რუსეთს, დაიწყონ ომი, გადასცენ საქართველოს ყველა წიაღისეული რესურსები ამერიკას. უფრო მოკლედ და გასაგებად – რამბალ კოშე ( ანუ ამერიკა ) თუ გვიბრძანებს, დღევანდელი ხელისუფლებისგან განსხვავებით, ჩვენ მზად ვართ ჩავიხადოთო. აი, ამას გულისხმობს მევახშე ხაზარაძის განცხადება.” – წერს ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

ხელისუფლებას დააბრალო, რომ მას უნდა საქართველოს მოქალაქეებს წაართვას უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან, აბსურდულია. მართლაც უსუსურად გამოიყურებიან, აღარ იციან რაზე ააგონ პოლიტიკური დღის წესრიგი

დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს, ესეც არის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს 2012 წლის შემდეგ – 2012 წლამდე ქვეყანას სრულად ჰქონდა დაკარგული სუვერენიტეტი