ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებს მწარედ წააგებს, მით უმეტეს, იმ ვითარებაში, რაც მსოფლიოში ხდება, საქართველოში დესტაბილიზაცია, დაძაბულობა მათ მხარდამჭერებსაც არ აწყობთ

ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებს მწარედ წააგებს, მით უმეტეს, იმ ვითარებაში, რაც მსოფლიოში ხდება, საქართველოში დესტაბილიზაცია, დაძაბულობა მათ მხარდამჭერებსაც არ აწყობთ
ოპოზიცია, რამდენიმე წელია, იმ რეჟიმშია, როდესაც უკან გამოსვლა უჭირთ, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში პროცესები იმ მიმართულებით ვითარდება, რომელიც მათ არ აწყობთ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, მ განაცხადა.
მისი თქმით, სურათი ნათელი ჯერ არ არის, მაგრამ ომის და დესტაბილიზაციის დამფინანსებლები კიდევ არიან.
„ომის პარტია ამ დესტრუქციას და დესტაბილიზაციას კიდევ უჭერს მხარს. მათი ეს გადაწყვეტილება აქედან გამომდინარეობს, რომ საბოტაჟი მოაწყონ. რასაკვირველია, გარკვეული რაოდენობის ამომრჩეველი ჰყავთ, რომლებიც მოუწოდებენ, რომ პარლამენტში შევიდნენ. ამიტომ მისცეს ხმა და ამიტომ გამოიყო მათთვის ბიუჯეტიდან თანხები. მათი მთავარი ამოცანა საქართველოს დაზიანებაა. დარწმუნებული ვარ, ისეთი პოლიტიკური ძალებიც გამოჩნდებიან, რომ ამ პროცესში ჩაერთვებიან. შეიძლება, არ მოგვწონდეს, რომ ოპოზიციის სრული სპექტრი პარლამენტში არ არის წარმოდგენილი, მაგრამ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რა არის ამის ალტერნატივა. ამის ალტერნატივას რომ გაჰყვე და სასწორის მეორე პინაზე დადო რიგგარეშე , ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანას ღალატობ, რადგან ნგრევა და ეკონომიკური უკუსვლა, რომელიც ამას მოჰყვება, შეუქცევადი იქნება, ვინაიდან მთავარი ამოცანაა, დესტრუქცია მოახდინონ და ქვეყანაში სიტუაცია არიონ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
მისი თქმით, რიგგარეშე არჩევნებსაც უბრალო პირობებით არ ითხოვენ.
„მათი პირობაა, რომ საარჩევნო კომისია, ადმინისტრაცია, სასამართლო გაჩერდეს და ყველაფერში უცხოური ძალა ჩაერთოს. მათი მხარდამჭერი სტრუქტურა, დაწყებული ევროპარლამენტიდან და კონკრეტული სტრუქტურებით დამთავრებული, ომის პარტიას წარმოადგენენ. ეს მათი გეგმაა, რომელსაც ვერ აჰყვები, მიუხედავად იმისა, არის თუ არა პარლამენტში ოპოზიცია წარმოდგენილი. განცდა იმის, რომ დამარცხდებიან, რასაკვირველია, უცხო არ არის, რადგან 2012 წლიდან არცერთი არჩევნები არ მოუგიათ. რეალურად, დამარცხებას ყველა ის პოლიტიკური სუბიექტი უნდა ელოდოს, რომელიც ხალხს დაპირისპირებისა და საქართველოს უკრაინიზაციისაკენ მოუწოდებს. რასაკვირველია, დამარცხება არ აცდებათ. არანაირი გეგმა და ხედვა არ გააჩნიათ. ამოჩემებული აქვთ დაზეპირებული საკითხები, თითქოს აქ არჩევნები გაყალბდა ან საგარეო კურსი შეიცვალა, მეტი არანაირი პროგრამული წინადადება არ გააჩნიათ. რასაკვირველია, თვითმმართველობის არჩევნებს მწარედ წააგებენ, მით უმეტეს, იმ ვითარებაში, რაც მსოფლიოში ხდება. საქართველოში დესტაბილიზაცია და დაძაბულობა არავის, მათ მხარდამჭერებსაც კი არ აწყობთ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

მივმართავთ ხელისუფლებას, ჯერ კარგად გაარკვიოს, რა არის ქართველი ხალხის დაკვეთა და შემდეგ აწარმოოს შესაბამისი საგარეო პოლიტიკა – ამისათვის საუკეთესო შესაძლებლობა იქნება, თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად პლებისციტის ჩატარება

ევროკავშირის დღევანდელი ჩინოვნიკები ამბობენ, რომ თუ საქართველოში არ დაკანონდება ლგბტ პროპაგანდა და რევოლუციების მოსაწყობად არ აღდგება შავი ფულის შემოდინება, საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წინ ვერ წავა

აბსოლუტური ბლეფია ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა და თავადვე უნდა ვთქვათ უარი ისეთ ნაბიჯზე, რომელიც საქართველოს უმძიმეს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სულიერ კრიზისში შეიყვანს