ოპერატიული სარდლობა “სამხრეთი” – სერგეი შოიგუს განცხადება კირკის „გაწმენდის“ შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება

ოპერატიული სარდლობა “სამხრეთი” უარყოფს ს თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებას ხერსონის ოლქის მარცხენა სანაპიროზე კრინკის დასახლების “გაწმენდის” შესახებ.
ს საოკუპაციო ძალებმა, ვერ მიაღწიეს რა წარმატებას ხერსონის ოლქის მარცხენა სანაპიროზე თავდასხმის ოპერაციებში, მიმართეს მანიპულაციას და ფაქტების გაყალბებას. აგრესორი ქვეყნის სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ გამოაცხადა დნეპრის მარცხენა სანაპიროზე პლაცდარმის გაწმენდის შესახებ. ოფიციალურად გაცნობებთ, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება“, – აცხადებენ სარდლობაში.
მათივე ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ პოზიციების შენარჩუნებას და მტერს მნიშვნელოვან დანაკარგებს აყენებენ.
„ოკუპანტებმა დღის განმავლობაში თავდასხმის ერთი მცდელობა განახორციელეს და მნიშვნელოვანი დანაკარგების გამო უკან დაიხიეს“, – აცხადებენ ოპერატიულ სარდლობა “სამხრეთში”
შეგახსენებთ, სერგეი შოიგუმ გუშინ განაცხადა, რომ კრინკის დასახლება უკვე “გაწმენდილია”.