ომის 636-ე დღე უკრაინაში ისევ რუსეთის თავდასხმების ფონზე გათენდა – რა გეგმა აქვს ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტს

ომის 636-ე დღე უკრაინაში ისევ რუსეთის თავდასხმების ფონზე გათენდა. ოკუპანტების სამნიზნე დონეცკის ოლქის ქალაქ სელიდოვეს საავადმყოფო გახდა. იერიშს 2 ადამიანი ემსხვერპლა, 8 კი დაშავდა.
რუსეთმა დაბომბა ხარკოვისა და ხერსონის ოლქებიც. ტავდასხმების შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 4 კი დაიჭრა.
ვიტარება უკიდურესად მძიმე რჩება ფრონტზე. უკრაინული მხარის ინფორმაციით, რთული ბრძოლები გრძელდება ბახმუტთან, ასევე, ხარკოვის ოლქში კუპიანსკის მიმართულებით.
საბრძოლო მოქმედებების პირობებში ხვდება უკრაინა ევრომაიდნის 10 წლისთავს. დღეს კიევში ჩავიდნენ და საპროტესტო აქციების დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს მოლდოვისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტებმა. უკრაინაში იმყოფებიან -ის და გერმანიის თავდაცვის მინისტრები.
უკრაინის პრეზიდენტმა მაიდნის მოვლენების გახსენების პარალელურად, საერთაშორისო მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში რუსეთის პრეზიდენტზეც ისაუბრა.
ზელენსკის პუტინის პრესსპიკერმა უპასუხა. დიმიტრი პესკოვი დარწმუნებულია, რომ უკრაინას არაფერი გამოუვა.
პოლიტიკური განცხადებების პარალელურად, უკრაინული მხარე რუსეთის დიდ სამხედრო დანაკარგებზე საუბრობს. ქვეყნის გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის არმიის დაახლოებით 319 820 ჯარისკაცი დაიღუპა. საბრძოლო მდგომარეობაზე ამ დროისთვის მონაცემებს არ აქვეყნებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.

ასევე დაგაინტერესებთ

ასეთ დროს, შეტევის ობიექტი აღარ არის ხელისუფლება, როგორც პოლიტიკური მოწინააღმდეგე; შეტევის სამიზნე ხდება თავად საქართველო – მისი საერთაშორისო იმიჯი და პოზიცია, მისი ურთიერთობები ვაშინგტონთან და თელ-ავივთან, მისი რეპუტაცია, როგორც საიმედო პარტნიორის

გიორგი კანდელაკის და თინა ხიდაშელის მიზანია საქართველო უარყოფით კონტექსტში წარმოაჩინონ, შექმნან საერთაშორისო იზოლაციის ილუზია და ხელი შეუშალონ იმ პოზიტიურ პროცესებს, რომლებიც დღეს რეალურად მიმდინარეობს

საქართველოს წინააღმდეგ საინფორმაციო-პროპაგანდისტული საბოტაჟი ან დივერსია, ღალატია, დროა კოლექტიური ხიდაშელ-“ტაივანჩიკები” და კრებსითი გიორგი კალანდაძეები და მსგავსი “შპანა” კანონიერად აღმოჩნდნენ იქ, სადაც მათი ადგილია