ომის შემდეგ რუსეთთან ურთიერთობების გადახედვა მოგვიწევს – საფრანგეთის პრეზიდენტი

ომის დასრულების შემდეგ რუსეთთან ურთიერთობების გადახედვა მოგვიწევს, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა კათოლიკური ასოციაცია Sant’Egidio-ს მიერ ორგანიზებულ „შეხვედრაზე მშვიდობისთვის“.
„მოგვიწევს ევროპისთვის ახალი ორგანიზაციის ფორმაზე მსჯელობა და რუსეთთან ჩვენი ურთიერთობების გადახედვა. წარმოსახვის უნარი უნდა გამოვიყენოთ, რათა ვიფიქროთ ხვალინდელ მშვიდობაზე, ახალი ფორმით მშვიდობაზე ევროპაში“, – აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
მაკრონი ასევე ახალი საერთაშორისო წესრიგის აშენების მოწოდებით გამოვიდა, რადგან, მისი აზრით, „დღევანდელი სისტემა არასრული და უსამართლოა, რადგან დღეს არსებული ბევრი ქვეყანა საერთოდ არ არსებობდა, როდესაც ადგილები ნაწილდებოდა“.

ასევე დაგაინტერესებთ

პრეზიდენტი გასულია როგორც კონსტიტუციიდან, ისე საარჩევნო სამართლის მოთხოვნებიდან, ჩართულია საარჩევნო კამპანიაში, დადის საზღვარგარეთ და ჩვენს შიდა პოლიტიკურ მოწყობას ათანხმებს უცხო ქვეყნების ლიდერებთან

საზოგადოებრივ მაუწყებელში დაიწყო ქართული ტელე და რადიო მაუწყებლობის ისტორია, აქედან გამომდინარე, საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს და ყოველთვის ექნება განსაკუთრებული დატვირთვა ჩვენი ქვეყნისთვის