ომის დაწყებიდან რამდენიმე კვირაში რუსეთ-უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები ბორის ჯონსონის მითითებით რომ ჩაიშალა, მაშინ ჰკითხეს ზელენსკის, უნდოდა თუ არა ეს?

ომის დაწყებიდან რამდენიმე კვირაში რუსეთ-ს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები ბორის ჯონსონის მითითებით რომ ჩაიშალა, მაშინ ჰკითხეს ზელენსკის, უნდოდა თუ არა ეს?
პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი უკრაინის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს მედიასთან ეხმიანება. დეპუტატი აღნიშნავს, რომ უკრაინისთვის არავის უკითხავს სურდა თუ არა ომის დაწყება, ჰქონდა თუ არა სურვილი სამშვიდობო მოლაპარაკებები დაეწყო რუსეთთან.
-ს დღევანდელი პრეზიდენტის პოლიტიკა რეალობაზეა დამყარებული და ამ რეალობაზე ჩვენ ვსაუბრობდით 2 წლის წინ“- აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა და განმარტა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი გლობალური ომის პარტიის წამოწყებულია და ამას ს და ზელენსკის განცხადებებიც ადასტურებს, როდესაც ორივე მათგანი ამბობს, რომ აშშ-ს მხრიდან უკრაინისთვის გამოყოფილი 176 მილიარდი დოლარიდან არ იციან სად დაიხარჯა 100 მილიარდი, რადგან ზელენსკის თქმით, უკრაინამ აშშ-სგან მხოლოდ 76 მილიარდი დოლარი მიიღო.
„ომი რომ დაიწყო, უკრაინას კითხეს ეს უნდოდა თუ არა? როდესაც ომის დაწყებიდან რამდენიმე კვირაში უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო გზით შეთანხმებაზე იყო საუბარი, კითხეს უკრაინას? ბორის ჯონსონი რომ ჩავიდა და ზელენსკის უთხრა – ახლა არ შეთანხმდები და ომს გააგრძელებო. აი, ეს არის მოცემულობა. ამას ვამბობდით ჩვენ, რომ ეს ომი მხოლოდ უკრაინისთვის და სთვის არ იყო. ეს ომი იყო სწორედ იმ, გლობალური ომის პარტიის მხრიდან წამოწყებული და ეს დადასტურდა ზელენსკისა და ტრამპის განცხადებებით. ორივე მათგანი ამტკიცებს, რომ 176 მილიარდი გადაირიცხა ამერიკიდან უკრაინის დასახმარებლად და ზელენსკი ამბობს, რომ მიიღო 76. 100 მილიარდი სად წავიდა არც ამერიკის და არც უკრაინის პრეზიდენტმა არ იცის – აი, ეს არის რეალობა. აშშ-ს დღევანდელი პრეზიდენტის პოლიტიკა რეალობაზეა დამყარებული და ამ რეალობაზე ჩვენ ვსაუბრობდით 2 წლის წინ,“- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მივმართავთ ხელისუფლებას, ჯერ კარგად გაარკვიოს, რა არის ქართველი ხალხის დაკვეთა და შემდეგ აწარმოოს შესაბამისი საგარეო პოლიტიკა – ამისათვის საუკეთესო შესაძლებლობა იქნება, თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად პლებისციტის ჩატარება

ევროკავშირის დღევანდელი ჩინოვნიკები ამბობენ, რომ თუ საქართველოში არ დაკანონდება ლგბტ პროპაგანდა და რევოლუციების მოსაწყობად არ აღდგება შავი ფულის შემოდინება, საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წინ ვერ წავა

აბსოლუტური ბლეფია ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა და თავადვე უნდა ვთქვათ უარი ისეთ ნაბიჯზე, რომელიც საქართველოს უმძიმეს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სულიერ კრიზისში შეიყვანს