გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, მიაჩნია, რომ დროა, ევროკავშირის ლიდერებმა უკრაინის დაფინანსების საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღონ.
„გადაწყვეტილების მიღების დროა. ძალიან ბევრს ვიმუშავებ, რომ 27-ვე წევრის შეთანხმებას მივაღწიო“, – განუცხადა შოლცმა ჟურნალისტებს ბრიუსელში, სადაც უკრაინისთვის ევროკავშირის ბიუჯეტიდან 50 მილიარდი ევროს გამოყოფის საკითხს სპეციალურ სამიტზე განიხილავენ.
მისი თქმით, ევროკავშირმა ერთად უნდა იმოქმედოს იმისთვის, რომ უკრაინამ თავის დაცვა შეძლოს.
„ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რათა უკრაინამ შეძლოს თავის დაცვა. 27-ვე წევრ სახელმწიფოს უნდა სურდეს გადაწყვეტილების მიღება. ისეთ საზოგადოებაში, როგორიც ევროპაა, ეს შესაძლებელი უნდა იყოს“, – აღნიშნა შოლცმა.