Search
Close this search box.

ოლაფ შოლცი – უკრაინა ევროპის ნაწილია

10 წლის წინ მაიდანი დემოკრატიის სიმბოლოდ იქცა, ევროპის ნაწილია, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა.
გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ღირსების რევოლუციის დაწყებიდან მეათე წლისთავს პატივი მიაგო და აღნიშნა, რომ უკრაინა ევროპის ნაწილია.
„10 წლის წინ მაიდანი გახდა თავისუფლების, დემოკრატიისა და სუვერენიტეტის სიმბოლო. უკრაინელების გამბედაობის დავიწყება არ შეიძლება. უკრაინა ევროპის ნაწილია და ჩვენ მის მხარეს ვართ“, – წერს „ტვიტერის“ გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ ღირსებისა და თავისუფლების დღესთან დაკავშირებით, გერმანიის თავდაცვის მინისტრი, ბორის პისტორიუსი დღეს, მოულოდნელი ვიზიტით კიევში ჩავიდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი: რამდენიც არ უნდა ეცადოს რუსი ოლიგარქი შიდა მტრობის და შუღლის გაღვივებას მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან არჩევნებში ჩვენ მას დავამარცხებთ!

ქართული ახალი ამბების აგრეგატორი

Copyright © 2023 news.ge

Created in